საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა. დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 1 მგზავრი _ დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ირკვევა, საგარეჯოში ავარიისას დაღუპული მძღოლი 73 წლის თაზო ბეჟიტაშვილია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
წყარო: მთავარი
































































