ავტომობილი, რომელიც გუშინ ბათუმის ბულვარში გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრ ვასილ ჩიგოგიძის ოჯახს ეკუთვნის. აღნიშნულ ინფორმაციას „აჭარა თაიმსს“ წყარო აწვდის.
საჯარო წყაროების მიხედვით კი, აღნიშნული ავტომობილით „ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილი სარგებლობს.
უცნობია, მოახდინეს თუ არა შესაბამისმა სამსახურებმა პირის იდენტიფიცირება და დაჯარიმება ბულვარში ავტომობილით გადაადგილების გამო.
„აჭარა თაიმსი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან ინფორმაციის მიღებას, თუმცა უწყებას ჩვენს კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
































































