საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კურორტ ბახმაროში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.
სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და
დამსვენებლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შაორის ტბის მიმდებარედ მაშველთა ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობით პატრულირებენ, ხოლო კურორტ ბახმაროში მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და სპეციალური ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები. გადაუდებელი დახმარების საჭიროების, ასევე, დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ში. _ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
































































