ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ლეხაინდაროს ხიდიდან გადავარდა და წყალში ჩავარდა.
დაღუპულია 3 არასრულწლოვანი, 2 კი დაშავებულია.
შემთხვევა კონკრეტულად ხონი-მარტვილის საზღვარზე მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: ინფო იმერეთი