მედია პლატფორმა “გურიას” გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა. სოფელ ოდილაურის მკვიდრი, ახალგაზრდა კაცი ჩოჩხათში საკუთარი ავტომობილით ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი მდინარე შუთში გადავარდა. ახალგაზრდა ავტომანქანაში მარტო იყო.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.