ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.
მსუბუქი ავტომობილის დაჯახების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.



































































