გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.




































































