მმართველი გუნდის წევრი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს აფასებს და ნაკოპოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს. პაპაშვილის განცხადებით, ბევრი ადამიანის სურვილი იყო, რომ გუშინდელი აქციის მოანაწილეები ერთმანეთს დაპირისპირბოდნენ, თუმცა, მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის სწორი ქმედებით, დაპირიპირება არ შედგა.
,,ამდენი ხმის უკონტროლობამ, არასწორმა დამოკიდებულებამ მოიტანა ის მემკვიდრეობა, რაც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გვაქვს. ჩემი დამოკიდებულება ნარკოტიკების მიმართ არის უკიდურესად ნეგატიური. კანონპროექტზე მუშაობისას ფართო წრემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მედიკოსები, ექსპერტები და პოლიტიკოსები უნდა შევთანხმდეთ გარკვეულ პრინციპზე, რათა ადამიანები გადავარჩინოთ. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, გიორგი გახარიამ ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა, არც მინისტრს და არც ჩვენ გასაქცევი არაფერი გვჭირს. ქვეყანას სჭირს დაავადება და ამ დაავადებას მკურნალობა სჭირდება. გუშინდელ აქციაზე ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა ეხარა და სეირი ეყურებინა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ურთულესი გამოცდა ჩააბარა შინაგან საქმეთა მინისტრმა და მთლიანად შს სამინისტრომ. რაც მთავარია, მინისტრის ხელმძღვანელობით პოლიციამ კლასი აჩვენა. ეს არის ნიმუში, რომ პრობლემები უნდა გადაწყდეს კვალიფიციურად. ისე, როგორც ქვეყანასა და ჩვენს მომავალ თაობას წაადგება“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.