მმართველი გუნდის წევრი შოთა შალელაშვილი ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია დაუშვებელია. მისი თქმით, საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს სწორედ ამიტომ, დეპუტატი პარლამენტარებს საპარლამენტო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებს. ამასთან, შალელაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიას საქმე ბოდიშის მოსახდელად არ უნდა გახდომოდა.
,,ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს შესწავლილი ძირფესვიანად, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია დავაკანონოთ. ერთი თვის განმავლობაში თუ ჩვენ შევქმნით საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის ამ საკითხს, ამის შემდეგ შეიძლება ამ თემას დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნაადრევია ჩვენი საზოგადოებისთვის ლეგალიზაციის დაშვება. შსს მინისტრის არ უნდა გახდომოდა ბოდიშის მოსახდელად საქმე. პარლამენტის ეგიდით შეიძლებოდა აქციის ორგანიზატორების მოწვევა და საკითხზე მსჯელობა, რის შემდეგ ბატონ გახარიას სულ არ მოუხდებოდა ბოდიშის მოხდა.
უნდა აღინიშნოს, ბატონმა გახარიამ უმაღლესი ხარისხის ლიდერის სახე აჩვენა, ეს იყო ღირსეული ნაბიჯი, რომელმაც საზოგადოება გადაარჩინა“, _ გვითხრა შალელაშვილმა.