ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის საფუძველზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები ამშვიდებენ, კვებავენ და ტონუსს მატებენ კანს, ხელს უშლიან კანის ნაადრევ დაბერებას, ასწორებენ ნაოჭებს.
მოადუღეთ ხსნადი ყავა “ესპრესო”, ჩაასხით ყინულის პატარა ფორმებში, გაყინეთ და დილა-საღამოს სახე გაიწმინდეთ ყინულის კუბებით – მსუბუქი ნარუჯის ფერი დაგედებათ. თუ სახე შეშუპებული გაქვთ, დალიეთ უშაქრო “ესპრესო”, მას აქვს შარდმდენი თვისება და ძალიან მალე სახე დაგიცხრებათ.
ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად პირი დაიბანეთ მწვანე ჩაის ნაყენით და კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მისი ნიღაბი: 1 ს/კ ფქვილს დაამატეთ მაგარი მწვანე ჩაის ნაყენი. მიღებულ არაჟანისებურ მასას დაამატეთ კვერცხის გული. ნიღაბი წაისვით სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მწვანე ჩაის აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისება, ამიტომ რეკომენდებულია მისი ნაყენით პრობლემური და მგრძნობიარე სახის კანის გაწმენდა.
თუ სამსახურში ძილი მოგერიათ, დალიეთ მწვანე ჩაი, რომელიც შეიცავს კოფეინს და შეგმატებთ მხნეობას, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს.
თმას შეიძლება თავად მისცეთ ყავისფერი, თუ მოამზადებთ ასეთ ბალზამს: 1 ჩ/კ დაფქული ყავის, 1 ჩ/კ მცენარეული ზეთის, 2 კვერცხის გულის, 2 ს/კ თბილი წყლისა და 1 ს/კ რომის ნარევი 5 წუთით გაიჩერეთ თმაზე და დაიბანეთ შამპუნით.