ჩოხატაურში წვიმს.
ჩატარდება თუ არა დღეს დაგეგმილი საკალანდო ღონისძიებები უამინდობის გამო– ამის შესახებ მერს, დავით შარაშიძეს ვესაუბრეთ.
“მიუხადავად უამინდობისა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, ყველაფერი მზად არის, სცენაც, დეკორაციებიც, ანიმატორები ჩამოსულები არიან. 5 საათისთვის დაიწყება ანიმატორების შოუ ბავშვებისთვის. 6-იდან 7 საათამდე ქუჩის მუსიკოსები იმღერებენ. 8 საათიდან დაიწყება ღონისძიება. 12 საათზე იქნება გრანდიოზული ფოიერვერკი. პირველის ნახევრისთვის დავასრულებთ საღამოს.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, 6 საათისთვის თოვლს გვიწინასწარმეტყველებენ სინოპტიკოსები და თუ გამართლდა, იქნება იდეალური და თოვლი დაამშვენებს დრევანდელ საღამოს”,_ამბობს შარაშიძე.
[sexy_author_bio]