https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მონაყოლ ამბებს, მტვერიც ბევრი გაყვება”

12:17; 13.01.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთელ ავთანდილ ბერიშვილს გურულები კარგად იცნობენ. მეგობრულსა და კეთილ ადამიანს ოზურგეთელები, როგორც ადამიანისთვის ყველაზე აუცილებელი თვისებებით მდიდარ კაცს, ისე ახასიათებენ.

“სანდოა და ლხინსა თუ ჭირში გვერდით მდგომი”, _ გეტყვიან მოკლედ და ისეთი ტონით, რომ უნდა მიხვდე, რამდენიმე სიტყვაში ჩატეული ფრაზა, საუკეთესო შინაარსის გამოხატულებაა.

თავად ავთანდილმა თუ ეს მოისმინა, ცალყბად გაიღიმებს _ კაცს ქება რად უნდა, კაცად უნდა ვარგოდეს და მისი გაკეთებული საქმე იყოს საქებარი და მოსაწონიო.

ავთანდილ ბერიშვილმა (რომელიც მუდამ ამბობს, რომ მწერალი არაა და არც უფიქრია ამ სახელის მოპოვება), ახლახან მეორე წიგნი გამოსცა _ “ბასრა და ბასრელები”. ისევე, როგორც პირველი წიგნის (“ჩემი ბერიშვილები” ) შემთხვევაში, წიგნის ტირაჟი მთლიანად გააჩუქა _ ის ბასრას უბნის მცხოვრებლებს, მეგობრებს, მეზობლებს უსასყიდლოდ გადასცა.

ავთანდილ ბერიშვილი, ადამიანი, რომელიც, როგორც ვთქვით, ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ის მწერალი არაა და არც წიგნების კოშკების დადგმას აპირებს, დღევანდელ ვითარებაში სულ სხვა გზას დაადგა. იგი კონკრეტულ ლოკალურ სივრცეზე, ოზურგეთის ერთ-ერთ ყველაზე მზიან, კოლორიტული ფიგურებით და ისტორიული ადგილებით ცნობილ უბანზე _ ბასრაზე და ბასრელებზე წერს მეტად საინტერესო სტილითა და მხატვრული ენით.

ბასრას უბანს (ოზურგეთში დღევანდელი ყაზბეგის ქუჩა), სადაც დაიბადა, გაიზარდა, სამეზობლო-სამეგობროს გემო და სურნელი იგრძნო, დღემდე უმადლის, რომ სწორედ აქ შექმნილმა გარემომ ასწავლა ადამიანობა.

უფრო მეტიც, ბასრასა და ბასრელებზე მოთხრობილი ამბები, რომელიც ზედმიწევნით შესაშური მეხსიერებით ახსოვს, ერთი წლის მანძილზე, კიდევ ერთხელ გადაამოწმა თავიდან მოიძია, რაიმე უზუსტობა და ზედმეტი არ გამეპაროსო და უკვე მზა წიგნები, სტამბიდან გამოტანისთანავე უსასყიდლოდ დაურიგა სამეგობრო-სამეზობლოს.

“გავა დრო… მონაყოლ ამბებს მტვერიც ბევრი მოჰყვება. ამიტომ თვითმხილველის მონათხრობი სჯობს. ბეჭდურად აკინძული ამბები ხომ ბევრად უკეთ მოუთხრობს უბანში გაზრდილთა შთამომავლებს წინაპრების შესახებ. მეტი სიზუსტით და შინაარსით აღიქვამენ მშობლიური კუთხის ყოფა-ცხოვრებას, ვიდრე მონაყოლი თუ მოარული ამბებით”, _ ამბობს ერთგვარი ნოვატორული იდეით შეპყრობილი ავთანდილ ბერიშვილი.

საგანგებოდ აღსანიშნავია ისიც, რომ ავთანდილ ბერიშვილი რაიმე სერიოზულ ბიზნესს არ ფლობს, რომ წიგნების ბეჭდვა თავისუფლად შეძლოს. ის, რომ იტყვიან, საკუთარი პურის ფულიდან უშურველად ხარჯავს თითოეულ თეთრს. გულწრფელად სურს, მშობლიური კუთხის ისტორიის, სამეზობლო-სამეგობროს ურთიერთსიყვარულის და ურთიერთპატივისცემის მრავალი ეპიზოდი ისეთი ხალასი ხალხური სახით შემოინახოს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია ადამიანურ ურთიერთობებში.

ბასრა ოზურგეთის ერთ-ერთი უბანია, რომელიც ექადიის დასახლების მიდამოებშია და 1952 წლიდან, ქალაქის შემადგენლობაში, ყაზბეგის ქუჩის სახელწოდებით შედიოდა და ასეა დღემდე. ტოპონიმიკით ბასრა სადაო ჭალას ნიშნავდა.

სწორედ ამ უბნის მცხოვრებთა ჭირითა თუ ლხინით მოცული ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებით, იუმორით, სახასიათო ამბებით, თვითმყოფადი, კუთხისთვის მახასიათებელი წეს-ჩვეულებების ნიუანსების მოყოლით, ის მკითხველის გულთან ძალზე უშუალოდ და ჩქარა მიდის.

რაც მთავარია, ავტორის უკეთილშობილესი განზრახვა, წლების მერე, მოყოლილ ამბებს მტვერიც ბევრი გაყვება და ბეჭდური სახით შემონახვა ჯობსო, მოკლე დროში ახდა.

ბერიშვილის “ბასრა და ბასრელები” გურულ მკითხველს ყოველდღე უხმობს თავისკენ.

“წელიწადზე მეტია, ვწერ ჩემს უბანზე. ალბათ, დროის მანქანამ იმუშავა და ბავშვობაში დამაბრუნა. მოვლენების თანმიმდევრობას მივყევი დროის მცირე მონაკვეთში და ხელმეორედ დავიწყე ცხოვრება განვლილი გზით… სათავიდან გამოვყევი ცხოვრების უკვე ჩავლილ მდინარეს.

ბედნიერი ვარ. მე ხომ ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა ჩვენი გარდაცვლილი მეზობელი მოვიგონე, შევხვდი, გავესაუბრე, მოვეფერე… უბნის გზას ავყევი აჭისწყალისკენ და “კაკოს წყაროსთან” ჩამოვჯექი. 40 წელია, რაც კაკო მიქატაძემ ამ წყაროსთან თხმელები დარგო, დღეს რომ საამო სიგრილეს გვთავაზობენ… ჩემი დაწერილის მკითხველები ხომ, ძირითადად, ბასრისუბნელები ხართ. მიზანიც ეს მქონდა მაპატიეთ თუ მეხსიერებამ მიღალატა, რაიმე გამომრჩა, ისე ვერ გადმოგეცით, როგორც საჭიროა…” _ ავტორის ასეთ მონოლოგს წიგნის ბოლოში შეხვდებით.

მანამდე კი, მეგობრების გახსენებასთან ერთად, მეტსახელებიც რომ ზუსტად ახსოვს (“უფროსი შურუი”, უმცროსი შურუი” , “გაბედულა”, “შიმპა”, “ლოკე თითები”), გვიამბობს ბასრას უბანზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ოთხი გვარით _ მეგრელაძეებით, ბერიშვილებით, სუნგულიებით და ნაკაიძეებით იყო წარმოდგენილი.

ავტორი ზედმიწევნით ზუსტად საუბრობს ისეთ ადამიანურ განცდებზე, მკითხველის გულში ერთგვარი ტკივილიანი ჩხვლეტით, გულისგულამდე რომ აღწევს და ბევრ ჩვენგანს გამოუცდია:

“ჩემთვის ფასდაუდებელი ღირებულება ჰქონდა წაბლის ხის სახლს, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სტუდენტობისას მშობლებმა ახალი სახლი დადგეს. მადლობის მეტი რა მეთქმის… თუმცა, არდადეგებზე ჩამოსულს, ჭიშკართან ელდა მეცა, გავქვავდი. ჩემი ეზო უცებ უცხო გახდა ჩემთვის. გონებაში ძველ კარმიდამოს დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ახლაც, სიზმრებში ჩემ “შინას” რომ ვეძებ, ძველ სახლს ვხედავ…”

როგორც ვთქვით, წიგნში ერთი უბნის მცხოვრებთა მთელი ყოფა-ცხოვრებაა აღწერილი და ძნელია, მათგან რომელიმე ოჯახი გამოყო _ უდავოდ უხერხულობის მომენტს შექმნის. წიგნის მკითხველები, უეჭველად შეიგრძნობენ, ამ ბეჭდური ნობათის ადგილსა და მნიშვნელობას, ერთი კუთხის მცხოვრებთა თვითმყოფადი ბუნების და ხასიათის შემეცნების საქმეში. ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა, ერთი რეგიონის, გურიის ბასრის უბანი, სადაც ავტორის თქმით 63 სახლი დგას, ახლა 35 გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს.

 ზოგი, იქნებ, არც დაფიქრდეს და თქვას, რა უნდა, კაცო, შენი გატარებული ცხოვრებიდან ამბების გახსენებას და მერე მის დაწერასო. თუმცა, რომ დაჯდე და მოგინდეს ბავშვობიდან, ადრეული ახალგაზრდობიდან თანმიმდევრულად გაიხსენო ამბები, თან საუკეთესოები შეარჩიო ისე, რომ სიტყვა არ გაგექცეს, არაა ადვილი. ჩვენ მისი ნაამბობით იმდენი რამ გაგვახსენდა, გვიკვირს კიდეც, როგორ “ჩაიწერა” მისმა ტვინმა ასე ზუსტად ყველაფერი. დიდ სიყვარულს შეუძლია ეს, ადამიანის ბუნება რომ უდევს სარჩულად. გაიხსენა, დაწერა, მშვენიერი წიგნი გამოსცა და უსასყიდლოდ დაგვირიგა. ჩვენ კი არა, ჩვენი შვილთაშვილები მუდამ სათუთად გადაშლიან ამ სახსოვარს, ბევრი მწერლად აღიარებულის ნამუშევარს რომ სჯობს. უსაზღვრო მადლიერება მას ჩვენგან”, _ ამბობენ ბასრის უბნის მცხოვრებლები.

[sexy_author_bio]

ავთანდილ ბერიშვილი
გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

09:15; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026

ლანჩხუთის კულტურის გაერთიანება აუდიტის მძიმე დასკვნის პირისპირ რჩება

"ყველა მანქანის გავლაზე, ჭიშკრისკენ გარბოდნენ" _ ამ სახლში პატარები თოვლის ბაბუას ელოდნენ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო