“ჩინეთის, ირანის და რუსეთის საზღვაო ძალები ერთობლივ წვრთნებს მარტში ჩაატარებენ”,_ ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლება, სახელწოდებით „უსაფრთხოების სარტყელი-2025“, დაგეგმილია ირანის პორტის, ჩაბაჰარის მახლობლად მდებარე რაიონებში.
“სწავლების გეგმა მოიცავს წვრთნებს საზღვაო დარტყმის სამიზნეზე, ერთობლივ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.
წვრთნების მიზანია სამხედრო ურთიერთნდობის გაძლიერება და მონაწილე ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის პრაგმატული თანამშრომლობის გაღრმავება”, _ დასძინა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ.