საპენსიო სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 597 ათასი ადამიანია.
“2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 17,085-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 70.6 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.4 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა”,_ ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.






























































