https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაიბრუნებს თუ არა თხილი მარჩენალის სტატუს

12:07; 31.07.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლო წლების განმავლობაში, თხილის კულტურის არსებობას სიდამპლის დაავადებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა. არა ერთი ფაქტის მოწმეც გავხდით, რომ გლეხმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში თხილის მცენარე აჩეხა და კენკროვანი კულტურა ან ჩაი გააშენა. ასეთი ფაქტი, მართალია, ბევრი არ არის, თუმცა, საუბარი ბევრგან ისმის, რომ გააგრძელონ თუ არა თხილის მოვლა-შეწამვლის ღონისძიებები, თუ ამოძირკვონ ზოგიერთის მსგავსად და იფიქრონ ახალი კულტურის გაშენებაზე.

დღეისთვის ოზურგეთში უკვე დაწყებულია თხილის ჩაბარება. მიმღები პუნქტები ერთ კილოგრამს ორ ლარად იბარებენ, რაც ამ დროისთვის ურიგო ფასი არ არის, რადგან ნაყოფი მთლიანად ნედლია და წონა, რომელიც გამოშრობის შემდეგ, თითქმის, ნახევრდება, ახლა მეურნის სასარგებლოდ “მუშაობს”.

როგორც მიმღებ პუნქტებში გვეუბნებიან, მათ უკვე აქტიურად დაიწყეს მუშაობა და შარშანდელთან შედარებით, ბევრად უკეთესია თხილის ხარისხი. ჩასაბარებლადაც ბევრს მოაქვს და ამავე დროს, ფასიც არაა ცუდი ამ პერიოდის შესაბამისად. მერე კი თანდათან მოიმატებს, თუ რა თქმა უნდა, ხარისხი არ გაუარესდა.

ერთი კილოგრამი თხილის ფასს კვლავ პრიმიტიული ფორმით ადგენენ _ ერთი ცალი თუ გატეხისას საღი აღმოჩნდება, ოცი ცალი ასეთივე უკვე ორ ლარს ნიშნავს. თუმცა, ზოგან, თუ თხილი კარგად გამოიყურება, არც ტეხენ და პირდაპირ ორ ლარად იბარებენ ერთ კილოგრამს.

_ გასულ წელს თხილის შეწამვლამ შედეგი გამოიღო. წელს ამინდიც წაეხმარა _ მაისი მშრალი და მზიანი იყო, შარშანდლისგან განსხვავებით. სწორედ მაისშია ფოთოლიც და ნაყოფიც შედარებით ნორჩი და ამ პერიოდში ერევა სიდამპლეც ყველაზე მეტად და პირიქით, თუ კარგი ამინდებია, ნაყოფი საუკეთესო განვითარების სტარტს აქედან იღებს, _ გვეუბნება აგრონომი და ფერმერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი აკაკი ღლონტი.

“გურია ნიუსი” არა ერთ მეურნეს ესაუბრა, რომლებსაც თხილის კულტურის მოზრდილი პლანტაციები აქვთ და გააჩნიათ საკუთარი საინტერესო მოსაზრებები თხილის კულტურის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე.

ომარ შავიშვილი, მეურნე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრი: “ყველამ იცის, რომ თხილის კულტურამ გურიაში მარჩენლის ფუნქცია იკისრა. ასე ვთქვათ, თავი თავადვე დაიმკვიდრა. ახლა კი ხედავთ, თხილის სიდამპლის დაავადებამ ხალხი წელში გაწყვიტა, მგონი, გაგვაღატაკა კიდეც.

ასეთი საუბარი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის. შარშანდელი შეწამვლების შემდეგ, იმ ეტაპზე, რომ ნაკლებად სჯეროდა ხალხს, წელს უკვე იმედი გაჩნდა, რადგან თხილს აშკარად დაეტყო გამოჯანსაღება. კვლავ თუ ასე გავაგრძელებთ, უკვე ჩანს იმედი, რომ თხილის კულტურა დაიბრუნებს მარჩენალის სტატუსს, თუმცა, ტემპი არ უნდა შევანელოთ. ფაროსანას ზიანი თხილთან მიმართებაში ნაკლები იყო, თუმცა, ახლა ფაროსანაც ცოტაა და ეს ძალიან კარგია. მართალია, წელს ნაყოფი ხარისხიანია, მაგრამ საკმაოდ მოიხალა, რადგან მაისი და ივნისი განსაკუთრებით ცხელი იყო _ გვალვიანმა დღეებმა თავისი ქნა. ბუნების ასეთ “გამოხდომებს” სრულად ვერასდროს დავაღწევთ თავს, რადგან ის ჩვენ არაფერს გვეკითხება. ახლა მთავარია, შეწამვლა თუ მიწის განოყიერება, გამოჭრა თუ სხვა აგროსამუშაოები არ მიაკლდეს მცენარეს. ძალიან მომწონს სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნა, თუმცა, ხალხს ხელისუფლება შესაწამლი პრეპარატების ყიდვაშიც რაღაც ფორმით უნდა დაეხმაროს. მცენარის სრულფასოვანი მკურნალობისთვის გლეხკაცს სახსრები არ გააჩნია და მიიტანეთ მათ ყურამდე. თუმცა, ეს თავადაც კარგად იციან, მგონია, უმეტესობამ მაინც”.

კარლო მამინაშვილი, მეურნე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის მკვიდრი: “ყველა ვჩქარობთ, რომ თხილი ახლავე მოვკრიფოთ და ჩავაბაროთ, რადგან ისმის ხმები, რომ სიდამპლის ბაქტერია, ხმობის პროცესში, თხილის გულს თანდათან აზიანებს, რადგან შიგ არის მოქცეული. ვინც ჩაიბარებს, შესაძლოა, იფიქრონ, ისიც ხომ დაზარალდებაო, თუმცა, მეწარმეებს თუ საწარმოებს გააჩნიათ საშრობი აპარატურა და შეუძლიათ პროდუქციის დროულად და დაჩქარებითაც გაშრობა, დამუშავება-დახარისხება. თხილის იმედად ვიყავით _ ხალხი ხვნა-თესვისთვის ორ-სამ ტომარა თხილს ინახავდა და ყანას თესავდა. ახლა ნახეთ, თითო სოფელში 10-15 ოჯახს თუ აქვს ყანა დათესილი. ზოგან არც კი. ეს საქმეა? არაა სიმინდი, ესე იგი, არაა ქათამი, ღორი, ძროხა და აბა, სოფელ რაა ამ ყველაფრის გარეშე? როგორც ჩანს, ამაზე საერთოდ არავინ ფიქრობს, არადა, მთელი მთავრობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენკენ უნდა იყოს მობრუნებული”.

როგორც აგრონომი აკაკი ღლონტი ამბობს, ნედლ თხილს არც ერთ ქვეყანაში არ იბარებენ და აცლიან გაშრობას. შიში იმისა, რომ ახლა თუ არ ჩააბარეს, მომდევნო თვეებში ნაყოფი დაზიანდება, მისი თქმით, რეალურია:

_ თუ გასულ წელს და ასევე, წლევანდელ სეზონზეც შეწამვლის პერიოდები დავიცავით და არაფერი მივაკელით მცენარეს, მაშინ ნაყოფის შენახვას საფრთხე ნაკლებად ემუქრება, რადგან ბაქტერია თავისთავად არ “ზის” მასში. თხილს სჭირდება ზუსტი აგროტექნიკა და საქმესაც ეშველება. ის არ არის გადასაგდები კულტურა, სასწრაფოდ მისახედია. მიუხედავად ამინდის ხელშეწყობისა, შეწამვლამაც შედეგი გამოიღო. ვხედავთ, წელს თხილის ხარისხი უმჯობესია, თუმცა, სრულ განკურნებამდე დრო უნდა, _ ამბობს ღლონტი და გვესაუბრება საუკეთესო შედეგზე, რაც თხილის კულტურის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჩატარებულ მუშაობას მოჰყვა.

გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის მიერ შექმნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, რომლებიც, ძირითადად, სოფლების მცხოვრებთა საკარმიდამო ნაკვეთებზე მათივე თანხმობით მოეწყო, თხილის პლანტაციებში აგროწესების სრული დაცვით, თანმიმდევრულად ჩატარდა სამუშაოები _ ნიადაგის ანალიზი, მოკირიანება, სასუქის შეტანა თუ შეწამვლა, რასაც დაინტერესებულ ფერმერთა ჯგუფები ყველა სოფლიდან ესწრებოდნენ.

_ ახლახან აიღეს სინჯები, როგორც ფოთლის, ისე ნაყოფის შესამოწმებლად. ფიტოპათოლოგი, მეცნიერი ლამზირი ბერაძე თავად მივიდა ნაკვეთებში და სინჯები აიღო, ლაბორატორიიდან კი ძალიან კარგი შედეგის შესახებ გვაცნობეს.

ყველა ნორმის დაცვის შემდეგ, თხილის, როგორც ფოთოლი, ისე ნაყოფი, თითქმის, მთლიანად საღია და დაავადება არ აღინიშნება. მხოლოდ ერთეულ მცენარეებზეა ნაცრისფერი სიდამპლის გავრცელება. ასეთ დროს უკვე ადვილად დასანახია, რომ საჭიროა სპილენძის ქლორჟანგის შესხურება და ეს ნებისმიერ დროს შეიძლება, კარგ ამინდში. რაც მთავარია, დაავადებები და მავნებლები არ აღმოჩნდა და ამ ნაკვეთების შექმნის მიზანიც ეს იყო _ სწორად და ვადების დაცვით მოვლილი თხილის პლანტაციები მოსალოდნელზე ადრე გამოკეთდა, _ ამბობს აკაკი ღლონტი.

ახლა მოვუსმინოთ მეურნეებს, რომლებმაც სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიღებული შედეგები საკუთარი თვალით ნახე და შედეგიც ირწმუნეს:

_ გასულ წელს ჩვენ ავტობუსებით გადაგვიყვანეს იმ სოფლებში, სადაც სპეციალური ნაკვეთები შეიქმნა. დავესწარით ყველა პროცესს და ახლა შედეგი რომ ჩანს, ეს ძალიან კარგია და გვიხარია. თუმცა, ამ ყველაფერს თუ გავაკეთებთ, საკმაო თანხაა საჭირო, რაც გლეხკაცთა უმრავლესობას არ გააჩნია. დავიწყოთ ნიადაგის ანალიზით, მოკირიანებით, მერე შეწამვლით, რასაც პრეპარატები სჭირდება; ზოგს მუშახელის დაქირავებაც უწევს. საამისო სახსრები კი, როგორც ვთქვი, გლეხების უმრავლესობას არ გააჩნია, ამიტომ რაღაც ფორმით სახელმწიფო თუ არ დაგვეხმარა, პირველ ეტაპზე მაინც, ვერ შევძლებთ თხილის ამ დონეზე მოვლას, _ გვეუბნება თხილის პლანტაციის მფლობელი გურამ ქავთარაძე.

_ კარგია შედეგი, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რამდენი რამ სჭირდება, ყველაფერი კი თანხებთან არის დაკავშირებული, რაც უმრავლესობას არ გააჩნია სოფლებში. ეს ხომ ყველამ იცის და ამიტომ, როგორც საცდელ ნაკვეთებზე არ მიაკლეს არაფერი მცენარეს, ჩვენც რომ ასე გავაკეთოთ, დახმარება გვჭირდება. ეს უნდა შეისმინოს მთავრობამ _ ისე არაფერი გამოვა. შარშან თხილი გაცილებით მეტმა ოჯახმა შეწამლა, ვიდრე წელს. ესეც ხომ ყველამ იცის. რატომ? იმიტომ, რომ წელს კიდევ უფრო მეტი გაჭირვებულია, ვიდრე შარშან, _ ამბობს მეურნე ჯუმბერ სურგულაძე.

აკაკი ღლონტი ნაწილობრივ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ამბობს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტია, მოსავლის მიღებამდე მცირე სესხის მიცემა გლეხებისთვის, რითაც სეზონისთვის საჭირო სამუშაოების უკლებლივ ჩასატარებლად ეყოფათ:

_ ჩვენი მიზანია, გლეხი გავხადოთ ფერმერი. მალე გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას, რა დაჯდა თითოეულ იმ ნაკვეთზე პლანტაციის სრულფასოვნად მოვლა, რომელთა ფართობი 3 000 კვ. მეტრს არ აღემატება. ჩვენი სამსახურის დევიზი, ჩემი წინადადებით, ის არის, რომ გლეხი ისე ჩავრთოთ ფერმერულ მეურნეობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ძლიერი ფერმერული მეურნეობის ფლობამდე მივიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სამსახურს აზრი არ აქვს. თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც შედეგი გამოჩნდა და ხალხს, ერთი მხრივ, უხარია, მეორე მხრივ კი, უკვე წუწუნებენ, რომ საამისო ფული არ გააჩნიათ. ყველაფერს ეშველება. პრობლემა სადაც არის, იქ უნდა გადავწყვიტოთ. აბა, სადაც არ არის, იქ რა გვინდა? _ ამბობს აკაკი ღლონტი და კონკურენციის სააგენტოს პოზიციასაც ითვალისწინებს, როცა ეს უწყება შერჩევითი დახმარების წინააღმდეგია. თუმცა, მოჰყავს თურქეთის სახელმწიფოს მაგალითიც, როცა ყოველ გაშენებულ ჰექტარზე, თხილის მეპატრონე ფერმერს გრანტით 2 200 ლირით ასაჩუქრებენ:

იქ ასევე, კარგად არის ამუშავებული დაზღვევის მექანიზმიც. ხოლო ბიოპროდუქციის, ანუ ბიოთხილის ჩამბარებელს, ასევე, ერთ კილოგრამ თხილზე ერთ დოლარს უმატებენ საჩუქრად, რადგან ბიოთხილის ფასიც, ჩვეულებრივთან შედარებით, 30%-ით მაღალია”.

ქართველი მეურნეების ყურამდეც საკმაოდ არის მისული მეზობელი სახელმწიფოს მიერ ფერმერთათვის სერიოზული დახმარების შესახებ. სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი სახელმწიფოსგან, თხილის კვლავ სასიცოცხლო ფუნქციის მინიჭებისთვის გლეხკაცის ეკონომიკაში, საჭირო და დროულ დახმარებას, თუნდაც გრანტის სახით, რომელიც, ძირითადად, პრეპარატების შესაძენად იქნება მიმართული.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15 სექტემბერი, 2026

ახალი შემადგენლობით გაძლიერებული "გურია" გრიგოლეთში შეიკრიბა

"მახინჯი, ხიხო ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მეხსიერება საერთოდ არ გაქვთ" - სააკაშვილი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო