პოლონეთმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დაადანაშაულა მასშტაბური ხანძრის ორგანიზებაში, რომელმაც გასულ წელს დედაქალაქ ვარშავაში სავაჭრო ცენტრი თითქმის მთლიანად გაანადგურა.
“ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში გაჩენილი დიდი ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი ცეცხლის წაკიდების შედეგად გაჩნდა. ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები და ძებნილები არიან. ყველას დაგიჭერთ!”_წერს სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
We now know for sure that the great fire of the Marywilska shopping centre in Warsaw was caused by arson ordered by the Russian special services. Some of the perpetrators have already been detained, all the others are identified and searched for. We will get you all!
— Donald Tusk (@donaldtusk) May 11, 2025
ინფორმაციისთვის, 2024 წლის მაისში გაჩენილმა ხანძარმა 1400 მცირე ბიზნესი გაანადგურა, რომელთა უმეტესობა ვარშავის ვიეტნამური თემის წევრი იყო.
ჯერჯერობით რუსეთს ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.