15 ივნისის ღამეს, რუსეთმა კიევზე მასშტაბური სარაკეტო და დრონული დარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც კიევში, პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კერძოდ, ცეცხლი გაუჩნდა მიძინების ტაძრის სახურავს, ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 8:35 საათისთვის ჩააქრეს, _ იუწყება theins.ru.
წუხანდელი დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 23 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
სანამ მაშველები მიძინების ტაძარში ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს ახლომდებარე მისტეცკის არსენალის სამუზეუმო კომპლექსზე. გარდა ამისა, განადგურდა ალექსანდრე დოვჟენკოს კინოსტუდიის ერთ-ერთი სახელოსნო.
ხარკოვში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრეები დაიღუპნენ, რომლებიც ხანძარს აქრობდნენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, ხუთი ადამიანი დაიღუპა.



































































