დღეს, მ. ასათიანის ქუჩაზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გაიმართება აქცია _ „დასაჯე მოძალადეები“.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მთავარი ფუნქცია მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი გამოძიებაა.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება, საჯარო სივრცეში, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგნელების მხრიდან ასობით მშვიდობიან მოქალაქეზე განხორციელდა ძალადობა, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრობა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არცერთი პირი არ მიუცია პასუხისგებაში”, _ ამბობენ აქციის ორგანიზატორები.