სტიქიამ, რომელიც ქარის სახით დაიწყო და წვიმით გაგრძელდა, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩოხატაურს.
დაზიანებულა ათობით საცხოვრებელი სახლი, გზები, მოგლეჯილია ხეები.
სოფელ გორაში ქარიშხალმა თითქმის სრულიად დაანგრია ჯანბერიძეების ოჯახი.
სოფელ ქვენობანში გოგიბერიძის საცხოვრებელი სახლია დაზიანებული. სახურავი აქვს ახდილი რამდენიმე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს.
ჩოხატაურში საგანგებო შტაბია შექმნილი.
როგორც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ გვითხრა, ზარალის ოდენობის დადგენა დაწყებულია.