დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ მოძღვრებაში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი განსაკუთრებულად იდიდება.
საეკლესიო კალენდრის უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი — ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება — უშუალოდ დედაღვთისასადმია მიძღვნილი.
მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

































































