„მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა“, _ დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
„პუტინი სრულიად გადავიდა ჭკუიდან! ყოველგვარი საჭიროების გარეშე ხოცავს უამრავ ადამიანს _ მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ ჯარისკაცებზე. რაკეტები და უპილოტოები უმიზეზოდ ბომბავენ უკრაინის ქალაქებს.
ყოველთვის ვამბობდი, რომ მას უნდა მთელი უკრაინა და თუ ის ამას გააკეთებს, რუსეთი დაეცემა!
ასევე ზელენსკი თავისი საუბრით თავის ქვეყანას არანაირ სამსახურს არ უწევს _ ყველაფერი, რაც მისი პირიდან ამოდის, პრობლემებს ქმნის.
მე ეს არ მომწონს და ეს უნდა შეწყდეს.
ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომია და არა „ტრამპის“ _ მე მხოლოდ ვეხმარები იმ დიდი და საშინელი ხანძრების ჩაქრობაში, რომლებიც არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით არის გაჩაღებული“, წერს ტრამპ truthsocial.com-ზე.