სირიის დედაქალაქ დამასკოში ტერორისტმა თავი აიფეთქა.
როგორც reuters ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
reuters-ის ეს იყო პირველი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ გახორციელებული ტერაქტი დამასკოში მას შემდეგ, რაც დეკემბერში ისლამისტების ხელმძღვანელობით ამბოხებულმა ბაშარ ალ-ასადი დაამხეს.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.
“ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა და შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი ჟილეტი ააფეთქა,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.