CNEWS-ის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ მამუკა მდინარაძის შემოთავაზებასა და მიღებულ უარზე სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
მისი თქმით, მდინარაძე გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კახი კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურის და უჩა მამაცაშვილის გაშავებას სთავაზობდა, ხოლო მიღებული უარის შემდეგ მის წინააღმდეგ ეს საქმე შეკერა.
“ვინც ეს ხალხი დააზარალა ეს ოთხი პირი, არის თავისუფალი. რაც შეეხება მოწმეებზე ძალადობას, ამან არავინ აკეთებს.
საქმის მოწმეების ვინაობა ცნობილია იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის. იმ მოწმეებმა საქმის გამოყოფამდე მისცეს ჩვენებები. რატომ ვარ ამ ჯგუფში არ ვიცი, მათგან სამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ არიან. ვინ უნდა იძალადოს მათზე. ასევე არის ერთი პირი, რომელიც მდინარაძის შუამავალი იყო ჩემთან, მე მდინარადე ოცნევის მაღალჩინოსნების გაშავებას მთავაზობდა კახი კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურის და უჩა მამაცაშვილის გაშავებას თუ დავთანხმდებოდი მე პრობლემები არ შემექმნებოდა, მათი გაშავების სანაცვლოდ მუღებული უარის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ ეს საქმე შეკერა”.
ელისო კილაძის განცხადებას “ფეიკს” უწოდებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ასეთ მდაბიო „ფეიკ“ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება, – ასე უპასუხეს „ინტერპრესნიუსს“ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში, ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ სასამართლო სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.






































































