https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ერთიანობით ნებისმიერ პრობლემას ასე გადავწყვეტთ” ლიხაურში ცემენტის საწარმო არ აშენდება

22:07; 18.05.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ცემენტის საწარმოს აშენება იგეგმებოდა, რის თაობაზეც ლიხაურელთა მცირე ჯგუფის შეხვედრა გასულ წელს შედგა.

მაშინ აქ გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან და შპს “ბეთლემი 2008” მფლობელებთან, რომლის ინიციატივაც იყო ამ საწარმოს აშენება, შედგა ლიხაურელთა მცირე ჯგუფის შეხვედრა. როგორც შემდეგ გავიგეთ, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაფერი იცოდა ამ პროექტის შესახებ.

თუმცა, უკვე როგორც იქ ისაუბრეს დეპარტამენტის წარმომადგენლებმა _ ანა ჩართოლანმა და ნინო კუდაშვილმა და შპს “მწვანე მრჩევლის” წარმომადგენლებმა _ გიორგი თევზაძემ და ლევან ოზბეთელაშვილმა, უკვე სკოპინგის ანგარიშის მოსმენა ხდებოდა.

ამის გამო, მაშინ დარბაზში მყოფი ათიოდე ლიხაურელი ძალიან გაბრაზდა და კითხვები დააყარეს სტუმრებს.

შპს “ბეთლემი 2008”-ის დირექტორმა გიორგი გორგოშიძემ და წარმომადგენელმა ილია კეჭაყმაძემ თავის მხრივ აღნიშნეს, რომ ყველაფერი შესწავლილი ჰქონდათ და საწარმოს აშენება საფრთხეს არ წარმოადგენდა არც გარემოსთვის და არც იქ მცხოვრებთათვის.

“რა სკოპინგი? ექვთიმეს სოფელს შეეშვით. ლიხაური ექვთიმე თაყაიშვილის სოფელია. აქ ეკლესიაც გვაქვს, აჭისწყალიც, ექვთიმეს მუზეუმიც და ლუკმასაც ვჭამთ. არ გვშია და არ გვწყურია. თავი დაგვანებეთ. წაიღეთ ეს საწარმო და სადმე სხვაგან, მოსახლეობისგან დაშორებულ ადგილზე ააშენეთ. აქ ხუთასიოდე მეტრიც არ არის დაშორება დასახლებულ პუნქტთან”, _ კატეგორიულად განაცხადა მაშინ რამდენიმე ლიხაურელმა. მოგვიანებით კი, მათ მთელი კვაჭალათის უბნის მოსახლეობა შეუერთდა და შედეგსაც მიაღწიეს.

როგორც ახლახან გავიგეთ, გარემოს დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხოვნა და აღნიშნული ცემენტის საკუპაჟე ქარხანა აღარ აშენდება.

თუმცა, სოფელ ლიხაურში შპს “ბეთლემი 2008”-ის მიერ, ცემენტის საწარმოს მშენებლობის თემა, კარგახანს იყო აქტუალური და მოსახლეობა კატეგორიულად აცხადებდა, რომ არ დაუშვებდნენ ქარხნის მშენებლობას.

_ ჩვენ შევეწირებით ამ ამბავს და არ დავუშვებთ სოფელში ეკოლოგიურად საშიში ცემენტის ქარხნის აშენებას. აქ მთავარი ხალხის აზრია და ამ წინააღმდეგობაში ყველა ერთსულოვანია. მე პირადად, ვიმეორებ _ არაფერს დავთმობ და სანამ არ გადაიფიქრებენ აქ ქარხნის მშენებლობას, არ გავჩუმდები. რა თქმა უნდა, ადგილობრივებთან ერთად, _ გვითხრა მაშინ ლიხაურის მკვიდრმა, ლიხაურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, დოდო დონაძემ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ და ახსოვთ, კომუნისტური მმართველობის ხანაში, ამ ადგილზე იყო წვენების ქარხანა და ამ დროში კონკრეტულმა პირებმა გადაწყვიტეს მისი გამოიყენება ცემენტის ქარხნის ასაშენებლად.

როცა მაშინ, განხილვისას, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სკოპინგის ანგარიშის შესახებ, შესაბამისი განცხადება იდო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე, ასევე, სოფელ ლიხაურის მოსახლეობამ წინა დღით, მობილური კავშირის საშუალებით მიიღეს შეტყობინება ამ განხილვის შესახებ, რაც მათი აზრით, საკმარისი ღონისძიება იყო მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის.

დღეისთვის კი იმავე სამინისტროს ვებგვერდზე დევს განცხადება, ცემენტის საწარმოს აშენების შეჩერების შესახებ!

ყოველივე ეს კი მოსახლეობის აქტიურობამ და პერმანენტულმა ერთობლივმა წინააღმდეგობამ მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ჰქონდათ დასაბუთებული არგუმენტები, რომლის თანახმად გატარებული იქნებოდა ეკოლოგიური საფრთხეების პრევენციული ზომები.

_ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდით. როგორც კი გავიგეთ, რომ 2024 წლის ბოლოს ასე ვიწრო წრეში მოხდა ცემენტის ქარხნის ამოქმედების საკითხი, სასწრაფოდ შევიკრიბეთ. ფეხზე დადგნენ ახალგაზრდები, სამ დღეში შეაგროვეს ათასორასი მცხოვრების ხელმოწერა და პეტიციით მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მოვითხოვთ, საკრებულოს სხდომამ, ლიხაურელთა თანდასწრებით განიხილოს ეს საკითხი. არ გვჯერა, რომ ეს ქარხანა მხოლოდ ცემენტის დასაფასოებელი ფუნქციით იარსებებს. როგორც გავარკვიეთ, დაიდგმება დანადგარები. თუ ცემენტის მხოლოდ დაფასოებაა საჭირო, რად უნდათ ამდენი დანადგარი? მოსახლეობასთან, ნაცვლად, მინიმუმ, ათასი მეტრის დაშორებისა, ხუთასი მეტრის სიახლოვესაა, რაც ეკოლოგიურად უზარმაზარი საფრთხეა. წავიდნენ და ააშენონ სხვაგან. არ დავუშვებთ აქ ქარხნის მშენებლობას. ნახეს გამოთხრილი ბუნკერი და იქ სურთ, ჩადგან, წვენების ქარხნის საძირკველზე. სხვაგან აშენებას მეტი დრო და სახსრები უნდა. აქ კი ადვილად მოძებნეს გამოსავალი, რათა თავიანთი საქმე გააკეთონ, _ კიდევ ერთხელ განაცხადა მაშინ მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ, პედაგოგმა დოდო დონაძემ.

შემდეგ შესაბამისი განცხადება 1200 ხელმოწერით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინეს, დღეს კი ლიხაურელები გვეუბნებიან, რომ სასიხარულო ინფორმაცია გაიგეს:

_ უკვე შეაჩერეს ამ ქარხნის მშენებლობა. მადლიერი ვართ “გურია ნიუსის” და “ალიონის” ჟურნალისტების _ თქვენ მაშინ ქმედითი ნაბიჯები გადადგით. სოფელმა ეს არ იცოდა. ჩვენს გვერდით დადგა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ნანა წითლიძე. ამოვისუნთქეთ, _ გვეუბნებიან კვაჭალათისუბნის მცხოვრებლები.

“გურია ნიუსი” შპს “ბეთლემის” დირექტორს, გელა კობალაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, ნამდვილად შეჩერდა თუ არა აღნიშნული ცემენტის ქარხნის მშენებლობა:

_ დიახ, შეჩერდა ამ ადგილზე მშენებლობა და ჩვენ ვეძებთ სხვა ლოკაციას. მოსახლეობამ მიმართა სახელმწიფოს და გაითვალისწინეს მათი აზრი. ჩვენ ზამთარმაც შეგვიშალა ხელი _ რაღაცეები დაინგრა იქ. ახლა ვცდილობთ, მოსახლეობისგან საკმაოდ მოშორებულ ადგილზე მოვძებნოთ ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება მშენებლობა. რაც მთავარია, როგორც მოსახლეობას სურდა, ყველაფერი ისე გადაწყდა, _ გვითხრა ბატონმა გელამ.

მანამდე, რამდენიმე თვით ადრე მან ასეთი კომენტარი გააკეთა “გურია ნიუსთან”:

“აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია ცემენტის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია. ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს რეგიონშიც ბოლო წლებში ფიქსირდება ინფრასტრუქტურის განვითარების მაღალი ტემპი, რის შედეგადაც საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა სამშენებლო მასალებზე, მათ შორის მაღალი ხარისხის ცემენტზე. შესაბამისად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. საწარმოს ძირითადი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ნედლეულის სასაწყობო სივრცეები, ასევე საპროექტო წისქვილები განთავსდება გადახურულ შენობაში. წისქვილის დანადგარები აღიჭურვება სახელოებიანი ფილტრებით, რომლის ეფექტურობა პროექტის მიხედვით 99,96 პროცენტია. პროექტის მიხედვით, საწარმო თვეში მხოლოდ 15 დღით იმუშავებს. დღიურად 1200 ტონა მზა პროდუქციას გამოუშვებს. ეს არის 960 ტონა კლინკერის (80 %), 180 ტონა ღორღის (15%) და 60 ტონა თაბაშირის (5%) ნაზავი. აქ მთავარი, რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ის არის, რომ აქ მოხდება მხოლოდ დასახელებული ნედლეულის შეკუპაჟება და ადგილზე დაფასოება. აქ არ იქნება არავითარი გამონაბოლქვი. არ იქნება არც მაზუთი, არც _ გაზი, მხოლოდ ელექტროენერგიას გამოვიყენებთ. იმუშავებს 2 ამრევი “ბარაბანი”. კლინკერს და თაბაშირს, სავარაუდოდ, თურქეთიდან შემოვიტანთ. მონიტორინგის ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და გზშ-ს განხილვაზე მათ ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი”.

მისი ნათქვამის შესახებ კობალაძე დღეს ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ დიახ, გითხარით და სადაც ავაშენებთ, ასე გაკეთდება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით მოსახლეობის დარწმუნება. გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღო სამინისტრომ, _ გვითხრა მან.

_ სასიხარულო ის ფაქტია, რომ ერთად დგომამ ნაყოფი გამოიღო და სამინისტრომ შეაჩერა ეს მშენებლობა. არ აშენდება! ჩვენ ადვოკატიც გვყავდა შერჩეული და თუ არ დაგვეთანხმებოდა სამინისტრო, პირდაპირ სასამართლოს მივმართავდით. თუმცა, ამჯერად ხალხმა გაიმარჯვა. ასეთი ერთიანობით ყველა პრობლემას გადავჭრით ყოველთვის, _ გვითხრა დოდო დონაძემ.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ლიხაურში, ნანა წითლიძე:

_ საკითხი გადაწყდა ისე, როგორც მოსახლეობას სურდა. მათი სურვილი გაითვალისწინეს. მთავარია, ეს ყველაფერი, საბოლოოდ ასე გადაწყდა და ამაში უდიდესია ადგილობრივთა ძალისხმევა. ხალხის უმეტესობა რასაც ისურვებს, აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ყოველთვის.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გელა კობალაძედოდო დონაძე
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026

რას ამბობენ გურიაში გიორგი ღურჯუმელიძის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ

ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო