ევროპის ჩემპიონი მშობლიურ ქალაქში დღეს დაბრუნდა. ოზურგეთელ მოჭიდავეს, ერეკლე თავბერიძეს ოჯახის წევრები, მწვრთნელები, გულშემატკივრები, მხარდამჭერები, ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები – ერთად სპორტის სასახლესთან დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ევროპის ჩემპიონს გამარჯვება მასშტაბურად მიულოცა და გრანდიოზული დახვედრა მოუწყო!.
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საქართველოს დროშა ოზურგეთელმა მოჭიდავემ ერეკლე თავბერიძემ ორი დღის წინ ააფრიალა და ოზურგეთს დიდი სიხარული მოუტანა.
ოზურგეთელი ერეკლე თავბერიძე ევროპის ჩემპიონი ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში 17 წლამდელთა შორის (55კგ.) გახდა. ფინალში ერეკლემ მოლდოველი მაქსიმ სარმანოვი დაამარცხა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 15 წლის ერეკლემ უფროს ასაკში იჭიდავა, მაგრამ ოქროს მედლის მოპოვება მაინც შეძლო.
ერეკლემ ევროპის ჩემპიონობა უკვე მეორედ მოიპოვა. იგი პირველად 2022 წელს, 14 წლის, ხორვატიაში გახდა ოქროს მედლის მფლობელი ( 48კგ).
ერეკლე თავბერიძეს ბავშვობიდან ჭიდაობს და მისი მწვრთნელები არიან ძმები ზურაბიანები.
ავტორი