ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში გავრცელდა მწეველებისთვის ფილტვების გასუფთავების რამდენიმე საშუალება.
გასუფთავება შვრიით: ერთ ჭიქა შვრიას დაასხით 0,5 ლიტრი ახალი რძე, აადუღეთ და ააორთქლეთ განახევრებამდე, დაბალ ცეცხლზე. პარალელურად ნახარშს უნდა ურიოთ. შედეგად თქვენ უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა ღია ყავისფერი ფაფა. იგი უნდა მიიღოთ თბილ მდგომარეობაში, ერთი მოსმით, სამჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს შეძლება გაგიჭირდეთ სუნთქვა, აგიტყდეთ ხველა და ასევე, შესაძლოა გამოიყოს მწვანე ან რუხი ნახველი.
თავშავას და იის ნახარში: მდუღარე წყალი უნდა დავასხათ ერთ სუფრის კოვზ თავშავას და ერთ სუფრის კოვზ იას. ასეთ მდგომარეობაში უნდა დავტოვოთ ერთი საათით და ზევიდან პირსახოცი გადავაფაროთ. უნდა დალიოთ ორჯერ ან სამჯერ დღეში.
ინჰალაცია: ამ პროცედურის ჩასატარებლად საჭიროა ისეთი ეთერზეთები, როგორიცაა: ფიჭვის, მაიორანის ან ასევე ევკალიპტის ზეთი. სუფთა წყალს ვასხამთ მომინანქრებულ ჭურჭელში და ცეცხლზე ვდგამთ. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და წყალს ერთი ჩაის კოვზი ეთერზეთი შეურიეთ. ამის შემდეგ გადააფარეთ ჭურჭელს პირსახოცი და დაგროვებული ორთქლით 5-10 წუთის განმავლობაში ისუნთქეთ. უნდა ისუნთქოთ მხოლოდ პირით. ასე დღეში ერთხელ, ერთი-ორი კვირის განმავლობაში უნდა მოიქცეთ.
ასევე, საჭიროა ძილის წინ თბილი რძის დალევა. ოღონდ ეს უნდა იყოს ნატურალური რძე და არავითარ შემთხვევაში მაღაზიაში ნაყიდი რძის ფხვნილით დამზადებული.