https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გადაიჭრება თუ არა მიუსაფარი ცხოველების პრობლემა

7:02; 26.02.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუსაფარი ძაღლები ქუჩის ბინადრები არიან, რომლებსაც არსებობა გამვლელების მიერ გადაგდებული ლუკმა-პურით ან ნაგვის ურნაში მოძიებული საჭმლით უწევთ.

ქუჩაში მათი მოხვედრის ისტორია თითქმის იდენტურია: მათზე უარი პატრონმა რამდენიმე მიზეზის გამო თქვა _ ან სახლში მიყვანის შემდეგ სათანადოდ ვერ გაზარდა და გამოაგდო, ან მისი შენახვის ფინანსური საშუალება დღევანდელ დუხჭირ ცხოვრებაში აღარ ჰქონდა, რის გამოც, ერთგულ მეგობარზე უარი თქვა.

ქუჩაში დარჩენილი ჩვენი ოთხფეხა თანამოქალაქეები კი არსებობისთვის იბრძვიან. მათ მაღაზიებთან, სკოლებთან, რესტორნებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სკვერებში, ბაზარში _ თითქმის ყველგან შეხვდებით, სადაც ადამიანი ტრიალებს, რადგან ადამიანისგან მიტოვებულები, ისევ ადამიანისგან ელიან შემწეობას.

ცხოველთმოყვარული ადამიანები ამბობენ, რომ აგრესიული ძაღლების რიცხვი, რომლებიც ადამიანებს ერჩიან, ძალიან მცირეა. ძაღლი ადამიანს თავისი ინიციატივითა და სურვილით არ ესხმის თავს, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ახორციელებენ ამის პროვოცირებას, თუმცა, მოქალაქეების ნაწილს ქუჩაში შემხვედრი ცხოველების ეშინია.

მსგავსი სიტუაცია, სხვა ქალაქების მსგავსად, ჩოხატაურშიც დგას.

“გურია ნიუსი” დაინტერესდა, ვინ ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, რა კეთდება ჩოხატაურში მათ მოსავლელად და ვის რა გზა აქვს არჩეული პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომ არც ცხოველების უფლებები დაირღვეს და არც ადამიანების.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ჩოხატაურში ძაღლებით გამოწვეული პრობლემა ნამდვილად დგას, მიუხედავად იმისა, რომ მერია შეძლების ფარგლებში, მაქსიმუმს ცდილობს.

“ამ საკითხის შესახებ არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის, თქვენს გამოცემასთან. პრობლემა ნამდვილად არსებობს მიუხედავად იმისა, რომ მერია შეძლების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს. გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება მომსახურებაზე ინდმეწარმე თეონა მესხიშვილთან, რომელიც დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ემსახურება. ამავდროულად, მსგავსი ინდმეწარმეების ნაკლებობა ქმნის პრობლემას. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ყოველწლიურად იზრდება მომსახურების ფასები _ ბოლო სამი კვირის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. დღეისთვის ერთი მიუსაფარი ძაღლის გაყვანა მუნიციპალიტეტს 90 ლარი უჯდება. მეწარმეს საკონტრაქტო ვალდებულებაში შედის მიუსაფარი ძაღლების გაყვანა, აცრა, დაჩიპვა და ბუნებრივ გარემოში დაბრუნება. გასულ კვირას 20 ასეთი ძაღლი გავიყვანეთ, მათ შორის, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან”, _ ამბობს მერი.

თუმცა, მიუსაფარ ძაღლების მხოლოდ აცრა და კასტრაცია საკმარისი არ არის.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ცხოველმოყვარული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს კვებავენ.

მათ შორის ერთ-ერთი გურამ სიხარულიძეა. მან მიუსაფარი ძაღლების გამოკვება 10-12 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ, როცა სახლიდან გამოდის, ყოველთვის თან აქვს პური და წამალი, რომ ძაღლებს აჭამოს და თუ სამკურნალოა, უმკურნალოს.

გურამ სიხარულიძის თქმით, აუცილებელია თავშესაფრის გაკეთება, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ არსებობდნენ და მათზე სათანადოდ იზრუნონ.

ის ასევე, აღნიშნავს, რომ ადამიანებს არაფერი დააკლდებათ, თუ ერთ ლუკმა პურს ძაღლებს გადაუგდებენ:

“დაახლოებით, 12 წელია, რაც მიუსაფარ ძაღლებს ვუვლი. ხალხი დამცინის კიდეც ამის გამო. წლიდან წლამდე იზრდება ასეთი ცხოველების რაოდენობა _  ქუჩაში რომ გამოვალ, 15 ძაღლი მაინც მომდევს, რომ ვაჭამო.

ადამიანმა უნდა იცოდეს, ლეკვს რომ მოიყვანს, თუ უნდა ჰყავდეს ჭკვიანი და კარგი ძაღლი, მოიცალოს მისთვის, შინაურ ცხოველებს და ფრინველებს შეაჩვიოს, რომ არ დაკბინოს ისინი. ძაღლს არ უნდა უყვირო, არ უნდა დაარტყა, უნდა მოეფერო.

აუცილებლად უნდა არსებობდეს ძაღლების თავშესაფარი,  სადაც ძაღლებს მიხედავენ, უმკურნალებენ, სტერილიზაცია-კასტრაციას გაუკეთებენ. აქ გვყავს ერთი ძაღლი, რომელსაც ყურზე აქვს “ბირკა”, რაც ნიშნავს, რომ სტერილიზებულია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სტერილიზაცია არ აქვს გაკეთებული. აფორმებენ, თითქოს ძაღლს სტერილიზაცია-კასტრაცია გაუკეთდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. სად მიდის ეს ფული?

სერიოზული პრობლემაა და სერიოზული მისახედია ეს საქმე”, _ ამბობს გურამ სიხარულიძე და აღნიშნავს, რომ ჩოხატაურში რამდენიმე წელია, რაც ცოფის შემთხვევა არ ყოფილა. ძაღლები კი აგრესიულად გამრავლების პერიოდში იქცევიან, რის გამოც, მათთვის კასტრაციის ჩატარება აუცილებელია:

“ჩოხატაურში ერთი 5 წელია ცოფის გამოვლენა არ ყოფილა. დადიან და ცრიან ოჯახებში. დიდ ძაღლს ვერ ეკარებიან, ეშინიათ და ვერ აცრიან. ერთხელ მოვიყვანე ამცრელი. ძაღლს შეხედა, რამხელაა, ამას მე ვერ ავცრიო და გაიქცა.

მე მაგალითად ყველა ძაღლი მცნობს. კარგად რომ მოექცევი, ლუკმა პურს გადაუგდებ და თავზე ხელს გადაუსვამ, ის უკვე გენდობა. ძაღლი ადამიანის მეგობარია და ტყუილად არაფერს დაუშავებს ადამიანს.

ძაღლის წამება, წვალება მისი და მოკვლა ეს დიდი ბოროტებაა. ღმერთი არავის არაფერს შეარჩენს _ მე ვიცი, რომ ვინც ძაღლებს კლავდა, ბოლოს თავი ჩამოიხრჩო. ადამიანი ყველა ერთნაირი ხომ არაა? ზოგი _ კეთილია და ზოგი _ ბოროტი. ასევეა ძაღლებიც,

ძაღლი მაღაზიასთან და ხალხმრავალ ადგილზე იმიტომ მიდის, რომ ჭამა უნდა, მაგრამ იმდენად გაბოროტებულია ხალხი _ ერთი ლუკმა არ ემეტებათ მისთვის.

მე ჩემი ჯიბის ფულით ვყიდულობ წამლებს და პურს ძაღლებისთვის. არავინ მეხმარება და არც არავის ვთხოვ დახმარებას. თუ მაქვს, მაქვს, თუ არ მაქვს და რა ვქნა?!” _ ამბობს სიხარულიძე.

გურამ სიხარულიძის გარდა, კიდევ ერთი ჩოხატაურელი ცხოველმოყვარული მანანა მენაბდეა  დაკავებული მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობით.

თუმცა, გურამ სიხარულიძისგან განსხვავებით, ქალბატონ მანანას მიუსაფარი ცხოველების მოვლაში ორგანიზაცია “ოთხი თათი” ეხმარება.

“სულ პურის ვალი მაქვს მაღაზიაში, მაგრამ ჩემს ძაღლებთან ერთად უამრავ მიუსაფარ ძაღლსაც ვკვებავ.

ხალხს ქუჩაში ეშინია ძაღლის, მაგრამ ღრენა ცხოველის თავდაცვითი უნარია. დასტრესილები არიან და რა ქნან?! თავზე ხელს რომ გადაუსვამ, ის ხვდება, რომ არაფერს დაუშავებ.

ბიუჯეტში მიუსაფარი ძაღლების მოსავლელად გარკვეული თანხაა გამოყოფილი, მაგრამ გაუგებარია, ამ თანხის რა უკეთდებათ ძაღლებს.

როცა ძაღლს ყურზე “ბირკა” ადევს, ნიშნავს, რომ კასტრირებულია და გამრავლების უნარი აღარ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ერთს შევნიშნე, რომ “ბირკის” მიუხედავად, გამრავლების უნარი მაინც აქვს…

წაიყვანენ აქედან და სადმე სხვა ადგილას გაუშვებენ. ძაღლები ადგილს რომ იცვლიან, ვეღარ ეგუებიან ახალ ტერიტორიას. აქ მიჩვეულები არიან და იციან, სად დაიძინონ, სად ჭამონ.

ამიტომ, აუცილებელია ჩოხატაურშიც გაკეთდეს თავშესაფარი. ეს იდეა ადგილობრივ ხელისუფლებას შევთავაზე, მაგრამ მითხრეს, რომ ბიუჯეტში ამისთვის საკმარისი თანხა არ არის.

ბევრი შრომა და რესურსი მაქვს ჩადებული ამ საქმეში, მეხმარება ორგანიზაცია “ოთხი თათი”, ემიგრანტებიც მიდგანან გვერდში. რამდენიმე ძაღლი, რომელსაც ოპერაცია სჭირდებოდათ, მათი დახმარებით გავგზავნე თბილისში და გაუკეთდა ოპერაცია. ერთი კარგი გოგონა შემომეხმიანა, ნატა ჟღენტი და მითხრა, რომ ამ ზაფხულში იქნებ ვეტერინარი ჩამოვიყვანოო”, _ ამბობს მანანა მენაბდე.

აღსანიშნავია, ისიც, რომ ცხოველმოყვარულ ადამიანებს კასტრაცია პრობლემის გადაჭრის მართებულ მეთოდად არ მიაჩნიათ.

როგორც მანანა მენაბდე ამბობს, უსამართლობაა ტყეში მგლები მრავლდებოდნენ, ძაღლების რაოდენობა მცირდებოდეს.

ამიტომ პრობლემის გადაჭრის გზად ისევ თავშესაფრის აშენების აუცილებლობა რჩება, რომლისთვისაც, ჩოხატაურის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ზვიად მამალაძის თქმით, თანხა მუნიციპალიტეტს არ აქვს.

ზვიად მამალაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ვერ ხდება მიუსაფარი ცხოველების მოვლისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის გაკონტროლება და კარგი იქნება, თუ იმავე თანხით მსგავსი საქმიანობისთვის ჩოხატაურშივე გამოიყოფა ფართი:

“მანანა მენაბდე მთავაზობდა, გავაკეთოთ თავშესაფარიო, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ბიუჯეტიდან ვიხდით ფულს, რომ მიუსაფარი ძაღლები წაიყვანონ, გაუკეთონ კასტრაცია, აცრა, “დაბირკონ” და დააბრუნონ უკან, მაგრამ ეს კეთდება თუ არა, ამას ვერავინ აკონტროლებს. ამიტომ გამოჩნდა იდეა, რომ ამ თანხით გავაკეთოთ ოთახი, ავიყვანოთ სპეციალისტი და აქვე გავაკეთოთ შესაბამისი პროცედურები”, _ ამბობს ზვიად მამალაძე.

ძაღლებისთვის თავშესაფრის გაკეთების იდეას ჩოხატაურის მერიც ემხრობა, მაგრამ ამბობს, რომ ამისთვის ფინანსური შესაძლებლობა არ არსებობს.

სანამ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოუგვარებელი რჩება, მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ძაღლის ყოლა პასუხისმგებლობაა და ქუჩაში გასაგდებად არ უნდა გაიმეტონ:

“კარგი და ჰუმანური იქნებოდა მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის შექმნა, მაგრამ ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობები არ გაგვაჩნია. ასევე, მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ძაღლის ყოლა პასუხისმგებლობაა და ნუ გაიმეტებენ მათ ქუჩაში გასაგდებად. ამით, გარდა იმისა, რომ არაჰუმანურად ეპყრობიან ცხოველებს, საფრთხეს უქმნიან სხვა ადამიანებსაც. ჩოხატაურის მერია კვლავ გააგრძელებს ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას”, _ ამბობს ირაკლი კუჭავა.

გაზიარება13Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15 სექტემბერი, 2026

დაპირებად დარჩენილი დაპირება და უნდობლობა სამინისტროს

რჩევები კორონავირუსისგან თავდასაცავად

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო