მეორე დღეა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ავდარია. დღეს დილიდან თოვს, დაახლოებით ოთხჯერ გაითიშა შუქი.
ფეისბუქში ადგილობრივები სტატუსს ავეყნებენ და კითხულობენ რატომ არ დადის მცირე თოვლიან ამინდში ტრანსპორტი სოფელ ნაგომარში ?
“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. და რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა სოფელში იმიტომ რომ ზამთრის საბურავები არ აქვს და ნასაკირალის უღელტეხილი ვერ გადმოლახა. დაახლოებით თოვლის საფარი (საფარის დარქმევა ცოტა უხერხულია, “ჭყაპი” უფრო სწორი იქნება) 5სმ იქნება, შეიძლება ზოგიერთ ადგილში არც ეგ დაგხვდეთ,” – აღნიშნულია ფეისბუქმომხარებელის სტატუსში.
“გურია ნიუსი” დაახლოებით რამდენიმე საათია ელოდება ამ კონკრეტულ საკითხზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან კომენტარს და პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.































































