ლანჩხუთის “გურიას” კაპიტანმა დიმიტრი ვირუბოვმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ვირუბოვი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემი საფეხბურთო კარიერა დავასრულე, 19 წელი ვიცხოვრე ფეხბურთთან ერთად. ახლა დროა ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო, ბედნიერი ვარ ყველაფრის მიუხედავად და ვამაყობ ჩემი გავლილი გზით. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველთვის გვერდში მედგა განსაკუთრებული მადლობა ჩემ ოჯახს. ლანჩხუთის “გურიაში” 7 სეზონი ჩავატარე, ეს გუნდი ჩემთვის მეორე ოჯახი იყო და ესე დარჩება მუდამ. იმედი მაქვს ახლო მომავალში ეს გუნდი დაიბრუნებს იმ დიდებას რასაც იმსახურებს, მიყვარს ჩემი გურიაა !!! ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს ესე ნაადრევად დავასრულო და შევწყვიტო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა, მჯერა და დარწმუნებული ვარ ცხოვრების ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მადლობა უფალს იმ გავლილი გზისთვის რაც საფეხბურთო ცხოვრებაში გავიარე !!”,_ წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ვირუბოვი.