ოთხშაბათს გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად დაასახელა,_ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, გერმანია საქართველოდან და მოლდოვადან თავშესაფრის მაძიებლების განცხადებებს დაჩქარებულად განიხილავს, რაც იმ ადამიანების სწრაფ დეპორტაციასაც გულისხმობს, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარს მიიღებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, 2022-2023 წლების პირველ ნახევარში აღნიშნული ქვეყნებიდან განცხადებების 99.9% უარყოფილია – მათი თქმით, გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი 8 865-მა ქართველმა, ხოლო მოლდოვიდან 5 218-მა მოქალაქემ მოითხოვა.
როგორც ცნობილია, ლტოლვილთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Pro Asyl გააკრიტიკა მთავრობის ნაბიჯი საქართველოსა და მოლდოვას მიმართ და განაცხადა, რომ ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთი ორივე ქვეყანაში სეპარატისტულ რეგიონებს იკავებს, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.
Pro Asyl-მა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველომ მიიღო კანონები დისკრიმინაციისა და სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ, მაგრამ ლგბტ+ უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური დაცვა არ არის და ჰომოფობია კვლავ გავრცელებულია სოციალურად კონსერვატიულ სამხრეთ კავკასიაში.