გომის მთაზე, ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი ეწოდა.
“ეს დღე ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებული სიამაყისა და ემოციის დღეა. წლები გადის, მაგრამ ზაზას გმირობა, სამშობლოსადმი სიყვარული და თავდადება კვლავ ცოცხლობს ადამიანების გულებში. მისი სახელი დღეს უკვე მთის მწვერვალსაც ამშვენებს იქ, სადაც ცა და მიწა ერთმანეთს ხვდება. მადლობა ყველას, ვინც ზაზა დამენიას ხსოვნას ასე ღირსეულად უფრთხილდება. დიდება საქართველოს გმირებს! დიდება ზაზა დამენიას ნათელ ხსოვნას! “ _ ტექსტს და ფოტოებს ზაზა დამენიას მეუღლე ხათუნა ხუხუნაიშვილი ავრცელებს.
































































