ამ წუთებში ძლიერი ხანძარია გომისმთაზე.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ხის სამი სახლი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.




































































