ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ არხი დატოვა. დამშვიდობების ვიდეო თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.
“დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლობა. ასევე დასრულდა ჩემი და Globalcell-ის თანამშრომლობა. იმედს ვიტოვებ, დროებით.
ძალიან გთხოვთ, არც დამირეკოთ, არც მომწეროთ, ამაზე მეტს ჩემგან ვერაფერს გაიგებთ. ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება გრძელდება“,_ ამბობს ხაზარაძე ვიდეოში.

































































