https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გზა, რომელიც შეუსრულებელ მისიად იქცა _ ფუჭად დახარჯული დრო და მილიონები

19:39; 27.10.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

 გურიაში, წლეულს, 8 სექტემბრის სტიქიის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მრავალი სოფელი დაზარალდა _ უხვმა ნალექმა  მთლიანად წაიღო ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭინათში მდინარის კალაპოტში გაყვანილი ბეტონის 5-კილომეტრიანი  გზაც.

ადგილობრივი ოპოზიცია ჯერ კიდევ სტიქიამდე  მიიჩნევდა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გზის მოსაწყობად  თანხმობა არასწორად გაიცა და  მდინარეში,  თუნდაც დროებითი გზის გაკეთება, დანაშაული იყო. ოპოზიციის ბრალდებების მთავარი ადრესატი ადგილობრივი ხელისუფლება იყო.

 “ლანჩხუთი, სოფელი ლესა,  სადაც მდინარეში გაიყვანეს გზა (დაპაატარავეს მდინარის კალაპოტი) იმიტომ, რომ “რუსულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა იშოვოს მილიონები, ჩვენი ულამაზესი ბუნების განადგურების ხარჯზე”, _ ჯერ კიდევ 24 აგვისტოს წერდა ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და საკრებულოს დეპუტატი, გივი ცინცაძე სოციალურ ქსელში.

თავის დროზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადგილას შეარჩია ქვა-ღორღის მოპოვებისთვის შესაფერისი ადგილი და მათ შორის მოხვდა ლესის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ჭინათიც; შესაბამისად, ლიცენზიაც გაიცა. რამდენიმე წლის წინ გაცემული ამ ლიცენზიით მოპოვებული ინერტული მასალა გათვალისწინებული იყო ცენტრალური ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტად მიჩნეული გვიმბალაური-ხაჯალიის მონაკვეთის მოშანდაკებისთვის.

ავტობანის  ამ მონაკვეთის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ  დაიწყო, თუმცა, სამწუხაროდ,  მალევე შეჩერდა, ვინაიდან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა. როგორც ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში ეწერა,  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი  კომპანია “ტოდინს” “ასეული მილიონის ოდენობით თანხას” შეედავა. დავა ეხებოდა კომპანია “ტოდინთან” იმ ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე იყო გაფორმებული.

“კონტრაქტორ “ტოდინს” დეპარტამენტი ედავება ასეული მილიონის ოდენობით თანხას მიყენებული ზიანის სახით. დავა ეხება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულების შეწყვეტას, საკითხის განხილვა დავების განმხილველ საბჭოში უნდა მოხდეს საერთაშორისო არბიტრაჟის (ICC) თავისებურებების გათვალისწინებით, რომ შემდგომში წარუმატებელი არ აღმოჩნდეს საერთაშორისო არბიტრაჟში. შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული დავა აწარმოოს საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიამ, საერთაშორისო არბიტრაჟში დავის პარალელურად. დავის სპეციფიკისა და თავისებურების გათვალისწინებით, ვინაიდან დეპარტამენტს არ გააჩნია საერთაშორისო არბიტრაჟებში დავის წარმოების გამოცდილება, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული დავა აწარმოოს დამოუკიდებლად”, _ აღნიშნული იყო დეპარტამენტის განაცხადში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ამასობაში მოხდა ისე, რომ აღნიშნულ ლოტზე  ჩინურმა კომპანია “სინოჰიდრომ” გააგრძელა მუშაობა და სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სწორედ ავტობანის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის შეირჩა მშრალი ღორღის კარიერი, რომელიც ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს.

სამეწარმეო რეესტრში “ტოდინის” სახელით სამი კომპანია, რომელთა რეგისტრაციის თარიღი განსხვავებულია, თუმცა მათი იურიდიული მისამართი ერთი და იგივეა. რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით “LLP TODINI CENTRAL ASIA’s Branch in Georgia” 2019 წლის 18 სექტემბერსაა რეგისტრირებული და მის იურიდიულ მისამართად; შპს ერთობლივი საწარმოს ტოდინი-ტაკენაკას ფილიალი საქართველოში 2011 წლის ხუთ დეკემბერსაა დარეგისტრირებული, ხოლო სს ტოდინი კონსტრუციონი ჟენერალი-ს ფილიალი ტოდინი ს.პ.ა. ფილიალი თბილისი რეგისტრაციის თარიღია 15/07/2009 წელი. სამივე შემთხვევაში იურიდიული მისამართად მითითებულია თბილისი, კრწანისის რაიონი, ბამბის რიგი, #7. რაც შეეხება შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალს საქართველოში, ეს კომპანია 2010 წლის რვა აპრილს გატარდა რეესტრში.

მდინარის კალაპოტში გაყვანილ ზემოთ ნახსენებ გზის მონაკვეთთან მიმართებაში, ოპოზიციისგან განსხვავებით, საკუთარ ბრალეულობას ვერ ხედავს მმართველი ძალა და ამბობს, რომ “ყველაფერი კანონის დაცვით გახორციელდა”.

“გარემოს დაცვის სააგენტოდან ეს ლიცენზია წლების წინ აქვს მოპოვებული კომპანიას, რომელმაც მოსახლეობისგან გამოისყიდა ნაკვეთები და გაიყვანა გზა. ყველაფერი სრულიად კანონიერად გახორციელდა, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი აქვს კიდეც მერიაში”, _  გვითხრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

ფაქტობრივად, იგივეს ამბობს ჩვენთან საუბარში სოფლის მაჟორიტარი ელისო ჭიჭინაძეც: “დაახლოებით თებერვალი იქნებოდა, როცა  კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ ჩემთან და მერის წარმომადგენელთან, რომ მოსახლეობასთან სიტუაცია გაერკვიათ. დავთქვით შეხვედრის დღე და მართლაც, მოსახლეობის 99% ესწრებოდა ამ შეხვედრას. ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი, მოთხოვნა.

 რადგან ავტობანის ამ მონაკვეთთან ეს იყო უახლოესი კარიერი, შესაბამისად, კომპანიისთვის  ხელსაყრელი იყო, რომ ინერტული მასალა აქედან გაეტანათ. მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, რომ სოფლის გზით ესარგებლათ და მძიმეწონიან მანქანებს ევლოთ; მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დაპირდა, სამუშაოების დამთავრების შემდეგ დაზიანებებს აღმოფხვრიდა, მოსახლეობა არ დათანხმდა. საბოლოოდ, ორივე მხარე შეჯერდა, რომ კარიერამდე მისასვლელი გზა  მდინარის კალაპოტში გაეყვანათ. ეს ინიციატივა უშუალოდ მოსახლეობის მხრიდან წამოვიდა და კომპანიაც დათანხმდა, თან იმის პირობაც მივიღეთ, რომ სოფლის ცენტრალურ გზასაც მოგვიწესრიგებდნენ.

 საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ზოგს თხილი ჰქონდა გაშენებული, ზოგსაც ყანა მოჰყავდა, კომპანიამ ყველას მისცა შესაბამისი ანაზღაურება”, _ ამბობს ელისო ჭიჭინაძე.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ჩქაროსნული გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო, უკვე 10 წელი გავიდა და რეალურად, ამ საქმის ნახევარიც კი შესრულებული არ არის. საქმე ისე წავიდა, რომ სპეციალისტების აზრით, აღნიშნული მონაკვეთის ექსპლუატაციაში სრულად შესასვლელად კიდევ 4-5 წელია საჭირო; არადა, თავდაპირველი გეგმის თანახმად, სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო.

დღევანდელი მდგომარეობით, სამტრედია-გრიგოლეთის აღნიშნული მონაკვეთის ოთხი ლოტიდან, მხოლოდ ორია დასრულებული და ისიც უამრავი ხარვეზითა და პროექტში შესული დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით.  2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, აღნიშნული გზის მონაკვეთის ბიუჯეტი უკვე 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადა კიდევ სამი წლით გადაიწია. 2020 წლის ბიუჯეტით კი, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის, ჯამში, 812 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სამწუხაროდ, 2022 წელმაც ჩაიარა და ამჯერად, უკვე 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასახელებული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის, ჯამურად, 902 640 700 ლარია გათვალისწინებული და დასრულების სავარაუდო თარიღმა კიდევ ერთი წლით გადაიწია! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი რიონზე გამავალი, ახლადაგებული ხიდის ჩავარდნამდე ხდებოდა! მკითხველს შევახსენებთ, რომ ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც ხიდის ორი მალის ნაშენის ჩაწოლა გამოიწვია. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხიდზე მიმავალი ტრაილერიდან მძღოლმა მდინარეში გადახტომა მოასწრო…

ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსური შესწავლა დაიწყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა აკვალანგებით ხიდის ვიზუალური დათვალიერება, მისი კონსტრუქციული ნაწილის სკანირება, ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება ანუ წყლის სიღრმისა და ფსკერის, ხიდის კონსტრუქციისა და ფუძე-საძირკვლების შესწავლა და ბურღვითი სამუშაოები.

“კვლევითი სამუშაოები გაგრძელდება აქტიურად. ჩატარდება სხვადასხვა ხასიათის კვლევა და გამოცდა, რომელთა ანალიზის საფუძველზე, დადგინდება ხიდის დაზიანების კონკრეტული მიზეზები.

საბოლოო დასკვნის შედგენის შემდეგ, განისაზღვრება ხიდის აღდგენისა და სამუშაოების გაგრძელებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოების მიერ კი, გაკეთდება შემთხვევის სამართლებრივი შეფასება”, _ ეწერა განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტმა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გაავრცელა.

ჯერჯერობით, უცნობია, რა იქნება საბოლოო ბიუჯეტი და ასევე, უცნობია, მშენებლობის დასრულების თარიღიც.

მთლიანობაში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია. პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინანსების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. პირველად გზის მეორე მონაკვეთი გაიხსნა, თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ, გზაზე ე.წ. “ჯდენები” წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად, აუცილებელი გახდა ხარვეზის აღმოფხვრა. აქაც უამრავი კითხვა გაჩნდა ჩინური კომპანია “სინოჰიდროს” მისამართით, რომელიც პროექტს ამ მონაკვეთს ახორციელებდა; შემდეგ კი, როგორც უკვე გითხარით, “ტოდინის” გაფუჭებულ საქმეც გადაიბარა. ფაქტობრივად, აქაც ხარვეზებით მიმდინარეობდა მშენებლობა და უკვე დასრულებული გზის ხარისხზეც კი შეიძლება დავა და მსჯელობა. აქ ძირითადი შენიშვნები სახიდე გადასასვლელების და წყალგამტარების მიმართ იყო, რომლებიც პროექტის თანახმად კი აშენდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს _ ხშირ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა გამტარიანობის პარამეტრების დარღვევას, რაც მათი ნაწილობრივი დემონტაჟით აღმოიფხვრა: სიმაღლის გაზრდის მიზნით, რკინის კონსტრუქციებს ელემენტარულად “წააკერეს” და ასე “მარტივად” მოხდა არსებული მონაკვეთების გზის საფართან შესაბამისობაში მოქცევა!

მიუხედავად ამისა, 2020 წლის ზაფხულში, ამ ლოტით გათვალისწინებული 14 კმ-იანი მონაკვეთი  ექსპლუატაციაში შევიდა. გზის ეს მონაკვეთი გაივლის ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ჭყონაგორას, ჩოლობარგს, ნიგოითსა და  შუხუთს.  თავის დროზე პრემიერმა, გიორგი გახარიამ საზეიმოდ გახსნა ეს მონაკვეთი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის საბოლოო სახით დასრულებული არ ყოფილა.   საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ მონაკვეთს სამი კვანძი გააჩნია: ერთი _ ჯაპანაში, მეორე _ ლანჩხუთის ტერიტორიაზე, მესამე კი გზის შუა მონაკვეთზე, სოფელ ჩოლობარგში. როგორც წესი, ამ კვანძებით უნდა მოხდეს ამ გზის მეორეხარისხოვან გზებთან მიერთება. ჯაპანაში და ლანჩხუთში ეს ასეც არის, მაგრამ რატომღაც ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოლობარგში, ამ გზის გაკეთება  “დაავიწყდათ”, რამაც გარკვეული დისკომფორტი და შეფერხებები უკვე გამოიწვია.

ამასობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მერიის საფინანსო სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი შევიდა, რომლის თანახმად,  “საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს დამატებით 2 მილიონ 50 ათასი ლარი გამოეყო, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების მიზნით.

რეგიონული ფონდიდან გამოყოფილი ამ თანხის ნაწილით,  შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია იგეგმებოდა  ნიგოითის, გვიმბალაურის, ნინოშვილის, მამათის, აცანის, შუხუთის, ჯურუყვეთის, ნიგვზიანის, ჩოჩხათის, ლესის და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ჰოდა, საგულისხმოა, რომ მუნიციპალიტეტის მერია, ნიგოითის თემისთვის განკუთვნილი თანხით, სწორედ ზემოთ ნახსენები ავტობანიდან მეორეხარისხოვან გზაზე მისასვლელი გზის დაგებას აპირებდა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა მოსახლეობაში, მათ შორის ის, თუ რატომ უნდა დახარჯულიყო რეგფონდიდან ეს თანხა და რეალურად ავტობანის პროექტის შეუსრულებელ ვალდებულებასთან გვქონდა  თუ არა საქმე?!

საკრებულოს წევრი, პარტია “ლელოდან”, გოჩა ჯანაშია მიუღებლად მიიჩნევდა ამ ფაქტს და  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ამ საკითხის მიმართ მკაცრად დაინტერესებას სთხოვდა:

“გამაგებინეთ ერთი, ავტობანის პროექტი ხომ არსებობდა? სამი კვანძი რომ უნდა გაკეთებულიყო გზის ამ მონაკვეთზე, ესეც ხომ ცხადი იყო. ჰოდა, რა გამოდის?! ჯაპანაში და ლანჩხუთში კვანძის მშენებლობა ბოლომდე მივიდა, ჩოლობარგში კი ფული “მოტყდა”, თუ რა ხდება?! მაინტერესებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია, როცა ეს მონაკვეთი ჯერ კიდევ 2020 წელს საზეიმოდ გაიხსნა ისე, რომ ერთ-ერთ კვანძზე არ მოხდა ავტობანის მეორეხარისხოვან გზაზე დაერთება, რაც პროექტის ან მძიმე დარღვევად მიმაჩნია, ანაც თავის დროზე არასრულფასოვან დაგეგმარებად.

ისიც გაუგებარია მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი თანხებით რატომ უნდა შესრულდეს ეს სამუშაოები, როცა გასაკეთებელი სხვაც უამრავია. ნუთუ არ დაინტერესებულა ვინმე რატომ ხდება ასე?” _ კითხვებს სვამდა ჯანაშია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის დროზე, ბევრი ვერაფერი გავარკვიეთ. უწყების პიარის თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იყო თუ არა პროექტში გათვალისწინებული ამ კვანძის ბოლომდე მიყვანა.

მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი  ამ თემაზე არ ფლობდა სარწმუნო ინფორმაციას, იყო თუ არა პროექტში გათვალისწინებული ამ გზის დაგება:

“ჩვენ, როცა პროექტებს ვარჩევთ რეგფონდისთვის, ვუთანხმდებით ადგილობრივ რწმუნებულსა და დეპუტატს. მე მქონდა  საუბარი ამ სოფლის დეპუტატთან. ჩვენ  ადგილზე მოვინახულეთ თუ რა ხდება, წრიული არის და ახლა გზების დეპარტამენტთან გავარკვევთ რეალურად ითვალისწინებდა თუ არა  პროექტი საკვანძო გზის ბოლომდე მიყვანას. შესყიდვებთანაც გავარკვევთ შეიძლება თუ არა ამ  პროექტის სხვა პროექტით ჩანაცვლება”, _ გვითხრა მაშინ სარიშვილმა.

საბოლოოდ მერიაში გაარკვიეს, რომ გზების დეპარტამენტი არ აპირებდა აღნიშნული კვანძის დაფინანსებას და სამუშაოს შესრულება მაინც რეგფონდის თანხებით მოხდა. თუმცა, აქაც ხარვეზი დაფიქსირდა: აღნიშნული გზის მონაკვეთს არ აქვს სანიაღვრე არხები და განათება, რაც აუცილებელი სტანდარტია ავტობანის მშენებლობის დროს.

ამასობაში, აღმოჩნდა, რომ ექსპლუატაციაში შესვლა მოასწრო მეოთხე ლოტმა, რომელიც ხაჯალია-სუფსის მიმართულებას მოიცავს. აქაც ჩინური კომპანია ასრულებდა სამუშაოებს, ოღონდ თუ მეორე ლოტზე კომპანია “სინოჰიდრო” მუშაობდა, აქ  სამუშაოებს შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” ასრულებდა. აქაც უამრავი ხარვეზით და პრობლემით საქმიანობდნენ მშენებლები; ეს მონაკვეთი ყველაზე არამყარი გრუნტის მქონე იყო და ფაქტობრივად, პირდაპირი გაგებით, ჭაობში იყრებოდა ის დამატებითი თანხები, რომელთა მოძიება სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად გახდა საჭირო. უამრავი მიწის მასა დასჭირდა ამ გზის საბოლოო სახით მოშანდაკებას და რა თქმა უნდა, პროექტის დასრულების ვადებიც არაერთხელ გადაწიეს. ბოლოს და ბოლოს, ეს გზა ექსპლუატაციაში შევიდა, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ ორ ლოტზე, სადაც ფრიად გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა.

პირველი ლოტი, სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთს მოიცავს და მისი მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მლნ ლარია გამოყოფილი. აქ თითქოს სამუშაოები შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართა, მაგრამ პრობლემა შეიქმნა მდინარე რიონზე გამავალი ხიდის მშენებლობისას. ამ ხიდის დასრულება გაიწელა და გაჯანჯლდა, თუმცა, ხარისხობრივად არაფერი შემატებია. როგორც იქნა, გზის საფარიც დაიგო და მხოლოდ ხიდის “საზეიმო” გახსნაღა რჩებოდა, რაც, ავტომატურად, ამ მონაკვეთის სრულ ამოქმედებას ნიშნავდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თითქმის დასრულებულმა ხიდმა მცირე დატვირთვასაც ვერ გაუძლო და ერთ  დღეს მისი ნაწილი ჩამოინგრა და კინაღამ სატვირთო ავტომანქანის მძღოლიც შეიწირა!

როგორც მაშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოფიციალურად განმარტავდა, “მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა”. დეპარტამენტი დაზიანების აღდგენას მოგვიანებით გვპირდებოდა მდინარე რიონში წყლის მაღალი დონის გამო: “რადგან მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია, ჯერჯერობით სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელება ვერ ხერხდება და წყლის დონის დაწევისთანავე ბურჯის აღდგენა დაიწყება”. სამწუხაროდ, ჩანგრეული ხიდი, ისევ განუხორციელებელი მისიის _ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სახედ რჩება!

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფეისბუქგვერდი ინახავს მასალას, სადაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის  მინისტრი ირაკლი ქარსელაძე სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთის შესახებ საუბრობდა და აცხადებდა, რომ “გზის მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა გამოწვევად რჩება რიონზე ასაშენებელი ხიდი, რომლის დიდი ნაწილი – ბურჯები, ამოყვანილია. თუმცა მე-7 ბურჯი ჯერ კიდევ გამოწვევა არის და მნიშვნელოვანი ძალისხმევაა კონტრაქტორის მხრიდან და გეგმაზომიერად, შესაბამისი ტექნოლოგიებით, მაქსიმალურად ვცდილობთ გამოწვევა დროულად იქნას გადაჭრილი და შემდგომ უკვე გათვალისწინებული სამუშაოები ასევე მაღალი ხარისხით იქნას ნაწარმოები”.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ  პრობლემურ მე-7 ბურჯს მე-8 ბურჯიც დაემატა და საბოლოოდ, დროის, სახსრების ხარჯვის მიუხედავად, ხელთ ჩანგრეული, გამოუსადეგარი ხიდიღა შეგვრჩა _ ჩვენი ინფორმაციით, ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ხსენებული ხიდის მთლიანი დემონტაჟია საჭირო!

თუ რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის გასახორციელებლად, აგო თუ არა პასუხი საქმის უხარისხოდ მკეთებელმა კომპანიებმა, ბოლოს და ბოლოს როდის დასრულდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ვინაა პასუხისმგებელი ამ გზის უსაფრთხოებაზე, თუ დასრულება ეღირსა, საჯარო უწყებებიდან ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტების მიღებისთანავე მოვუთხრობთ მკითხველს.

სოფო წილოსანი

ავტორი

გოჩა ჯანაშიაელისო ჭიჭინაძე
გაზიარება60Tweet38Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8 სექტემბერი, 2026

დაპირსიპირება ალ-აქსას მეჩეთის წინ მლოცველებსა და ისრაელის პოლიციას შორის

მასწავლებლის ეროვნულ დღეზე ჩოხატაურში 52 პედაგოგი დააჯილდოეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო