ამერიკელი ბიზნესმენის და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ „ამერიკის ხმა“ და რადიო „თავისუფლება“ უნდა დაიხუროს.
„დიახ, დახურეთ ისინი.
- ევროპა ახლა თავისუფალია (არ ჩავთვლით მახრჩობელ ბიუროკრატიას). გამარჯობა??
- მათ აღარავინ უსმენს.
- უბრალოდ, რადიკალური მემარცხენე გიჟები ელაპარაკებიან საკუთარ თავს და წვავენ აშშ-ს გადამხდელთა ფულს _ 1 მილიარდ დოლარს წელიწადში“, _ წერს მასკი.