Twitter-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.
მას არ დაუკონკრეტებია თუ რატომ ტოვებს თანამდებობას, თუმცა, მისი ტვიტპოსტებიდან ირკვევა, რომ უკვე იცის ვის გადააბარებს თანამდებობას.
მასკი წერს, რომ მისი მემკვიდრე მუშაობას დაახლოებით ექვს კვირაში შეუდგება, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.
თავად მასკი კი დაიკავებს კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და ტექნიკური დირექტორის თანამდებობებს.