კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხუმრობს, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლება მისი და სხვა ოპონენტების ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს.
„ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე? ალბათ, ხუმრობის ახალი სტილი აქვს. არამც თუ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, თვით ადეიშვილსაც არაფერში სჭირდებოდა გიორგი ვაშაძე, როდესაც მისი მოადგილე იყო. როგორც ყველა მეფეს კარზე სჭირდება ერთი კარგი კლოუნი, ასე მუშაობდა გიორგი ვაშაძე ადეიშვილს კარზე. ვის რაში სჭირდება, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს? ეს ალბათ ხუმრობაა“, – აცხადებს წულუკიანი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპონენტების, მათ შორის მისი ფიზიკური ლიკვიდაცია აქვს დაგეგმილი.
წყარო: იმედინიუსი