“იმ კაცს აქვს გამწვავებული პარანოია, ყველგან მტრები და შეთქმულებები ელანდება, რაც დამახასიათებელია ასეთი ტიპის მმართველობისთვის იმ ფაზაში, რა ფაზაშიც ახლა არის რეჟიმი – ზის ახლა და იწერს, რამდენი სიმონიანი და სოლოვიოვი ჰყავს, ვინ “გააპრავა“ ის “ქარდი“ რბილად და ვინ გაატარა ჩუმად”, – ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა-გირჩი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ “ქარდს“, სადაც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ივანიშვილს “სჭირდება ერთგულების პერმანენტული დადასტურება დაქირავებული მსახურებისგან“.
“იმედის“ გუშინდელ “ქარდზე“: ეგ “ქარდი“ ჩვენთვის არ იყო გამიზნული, სხვა დანიშნულება ჰქონდა და აქვს. იმ კაცს აქვს გამწვავებული პარანოია, ყველგან მტრები და შეთქმულებები ელანდება, რაც დამახასიათებელია ასეთი ტიპის მმართველობისთვის იმ ფაზაში, რა ფაზაშიც ახლა არის რეჟიმი. ამ პარანოიის შედეგია ღარიბაშვილ-ლილუაშვილი ციხეში, სუს-ის უფროსის მოადგილე, ახობაძე ციხეში, გენერალისიმუსი მდინარაძე “ფეისბუქის“ მაკონტროლებლად და ა.შ.
იმას სჭირდება ერთგულების პერმანენტული დადასტურება დაქირავებული მსახურებისგან, რადგან დროთა განმავლობაში ვიღაცა შეიძლება გატყდეს, ვიღაცა დაიღალოს, ვიღაცა გადაიბიროს “დიფ სთეითმა“, ვიღაცას აღარ ეყოს მისთვის გამოყოფილი “კარმუშკა“. ათასი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ერთგულების დადასტურების ფორმის მოფიქრება იმ მსახურებისთვის, რომლებმაც უკვე ყველანაირი ნაძირლობა “გააპრავეს“,



































































