ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა, დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
სხდომაზე განიხილეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ საკითხი.
საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ და ასევე, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ“ 2025 წლის 26 დეკემბერის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
ბიუროს წევრებმა მოისმინეს ანგარიში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ა(ა).ი.პ. ,,მომავლის“ მიერ 2025 წელში გაწეული საქმიანობის შესახებ, _ ინფორმაცია საკრებულოს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავმჯდომარის მოადგილის ჯუბა ბერძენიშვილის კანდიდატურა მოიაზრება. საკრებულოს სხდომა ხვალ 12 საათზე არის ჩანიშნული.




































































