საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 5579 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1867 პაციენტი, 50 კი გარდაიცვალა.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიან ყველაზე მეტი, 2355 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
რაც შეეხება რეგიონებს, ინფიცირების ყველაზე მეტი, 746 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.
იმერეთი- 667, კახეთი- 418, სამეგრელო-ზემო სვანეთი 364, შიდა ქართლი – 345, ქვემო ქართლი – 281, გურია-133, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი – 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.