საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა წიქარიშვილი განცხადებას ავრცელებს.
“მოგესალმებით, მე ვარ კახა წიქარიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
როგორც მოგეხსენებათ სასამართლომ ჩემი დანიშვნის განკარგულება შეაჩერა 22 ივლისს, თუმცა ჩემს საქმეს დღემდე არ იხილავს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის საჯარო შეთავაზების საპასუხოდ 2 დეკემბერს მივწერე მთავრობის ადმინისტრაციას და მოვითხოვე დებატებში მონაწილეობა. მანამდე 14 ივნისს ასევე წერილით მივმართე მთავრობის ადმინისტრაციას და მოვითხოვე გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, რაზეც პასუხი არ მომსვლია.
დღეს ორჯერ დავრეკე მთავრობის ადმინისტრაციაში და მითხრეს რომ ირაკლი კობახიძეს ჩემთან დებატებში მონაწილეობა არ სურს”, _ წერს კახა წიქარიშვილი.