ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში გუშინ დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმურ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, რასაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.
აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა, შეხვედრა არ შედგა.
,,არის საკითხები რომლებზეც თანხმდებიან; არის საკითხები, რომელზეც ვერ თანხმდებიან.
სამწუხაროდ, გუშინ მოხდა ინციდენტი, რამაც გაართულა მოლაპარაკებები. ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები, ერთი სისხლის და ერთი ჯიშის. შესაბამისად, უნდა გამოვნახოთ საერთო ენა. ხელისუფლება და სამართალდამცავები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს“, _ გვითხრა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.