ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ამის შესახებ ინფორმაცია სპორტის სამინისტროს გვერდზე ვრცელდება.
ცნობისთვის, ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ლომაძე ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონთან იბრაჰიმ ჰასან განემთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.




































































