ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე პროდუქტი აუცილებლად უნდა გამორიცხოთ თქვენი რაციონიდან.
გადამუშავებული ხორცპროდუქტები
მათ მიეკუთვნება: ძეხვი, სოსისი, კონსერვი, გაყინული კატლეტი, ნაგეთსი და სხვა ნახევარფაბრიკატები. რა თქმა უნდა ხვდებით, რომ მათში უამრავი კონსერვანტი და ქიმიური დანამატია, მაგრამ ყველაზე საშიში ის ცხიმებია, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას, სიმსუქნეს და გულის დაავადებებს იქვევენ.
მაიონეზი
მაიონეზი – ჯანმრთელობისთვის ყველაზე საზიანო პროდუქტია. წაიკითხეთ მაიონეზის შემადგენლობა და თავი ქიმიის გაკვეთილზე გეგონებათ. გარდა ამისა, როგორ შეიძლება სასარგებლო იყოს პროდუქტი, რომელიც წელიწადზე მეტხანს ინახება?
მარგარინი
რა არის მარგარინი და რატომაა საზიანო? მის შემადგენლობაში ხელოვნური ცხიმი შედის, რომელსაც წყლის, ემულგატორების და ძირითადად გენმოდიფიცირებული სოიოს ზეთისგან იღებენ.
მარგარინი შეიცავს ტრანსცხიმებს, რომლებიც „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ზრდიან სისხლში და შედეგად გულის დაავადებათა რისკი იმატებს.
მიუსლი
მიუსლი – ადვილი გამოსავალია მათთვის, ვისაც საუზმის მოსამზადებლად დრო არ აქვს. იცით თუ არა, რომ მიუსლი შაქარს და მცენარეულ ცხიმებს შეიცავს, რომელსაც მწარმოებლები გემოსთვის ამატებენ? გგონიათ ჯანმრთელ და დიეტურ საკვებს მიირთმევთ? 100 გრ. მიუსლი 400 კალორიას შეიცავს, ძალიან ბევრი ხომ არაა ჯანმრთელი საუზმისთვის?
უცხიმო პროდუქტი
უცხიმო პროდუქტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. რძის ყოველ მწარმოებელს აქვს თავისი პროდუქციის ხაზი -0%. ცოტამ თუ იცის, რომ ეს უცხიმო პროდუქტები სულაც არაა დიეტური. ჯერ ერთი – ცხიმის მოცილების პარალელურად მწარმოებლები პროდუქტს გემოს გამაძლიერებლებს და სხვა ქიმიურ დანამატებს ამატებენ, რომლებიც გემოს კომპენსირებას ახდენენ. მეორეც – შენახვის ვადის გასაგრძელებლად მასში ტრანსცხიმებს ამატებენ.