დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა.
“საიდუმლო ინფორმაციაზე ჯო ბაიდენის წვდომის აუცილებლობა არ არსებობს. ამიტომ ჩვენ გამოვითხოვთ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის ნებართვას და ვწყვეტთ მისთვის ყოველდღიური სადაზვერვო მოხსენების მიწოდებას. მან ეს პრეცედენტი შექმნა 2021 წელს, როდესაც მან დაავალა სადაზვერვო საზოგადოებას, არ დაეშვა შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის წვდომა ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციაზე, რაც ყოფილი პრეზიდენტებისადმი თავაზიანობის გამოხატულება ნიშანი იყო. ჰურის (სპეციალური პროკურორი, რომელმაც თავის ანგარიშში ბაიდენს უწოდა ხანდაზმული ადამიანი კეთილი ზრახვებით და ცუდი მეხსიერებით – „აიპრესი“) ანგარიში გვიჩვენებს, რომ ბაიდენს აქვს „ცუდი მეხსიერება“ და არ შეიძლება მას კონფიდენციალური ინფორმაცია მიენდოს მის საუკეთესო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი. მე მუდამ დავიცავ ჩვენს ნაციონალურ უსაფრთხოებას. ჯო გათავისუფლებული ხარ. კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა, – წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.