კენკრა, განსაკუთრებით კი ჯემები შეიცავს ანთიოცინებს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ანთიოცინები ამცირებს ოქსიდაციურ(ჟანგბადით გამოწვეული) სტრესს და ანთებას. ორივე მათგანი(ანთება და ოქსიდაციური სტრესი) კი ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებისა და მახსოვრობისთვის ცუდია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მიირთმევდნენ საშუალოდ ერთ ან მეტ ულუფა კენკრას (ამ შემთხვევაში შავ მოცვს) და ორ ან მეტ ულუფა მარწყვს, შემეცნებითი დაბერების პროცესი 2,5 ჯერ უფრო ნელა მიმდინარეობდა, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალიან იშვიათად იღებდნენ კენკრას.
კენკრას შეუძლია შეინარჩუნოს და გაახანგრძლივოს გულის სიჯანსაღე. კვებისა და მედიცინის ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ კალიუმის შემცვლელობა ამ ხილში განაპირობებს და ხსნის კავშირს/პროპორციულ დამოკიდებულებას ხილის პერიოდულ მიღებასა და მაღალი არტერიული წნევის რისკის შემცირებას შორის.
სიმსუქნე და მაღალი წნევა გულის დაავადებათა ორ ძირითად რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. კენკრის მიღება, კი ორივე დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს. სამედიცინო განხილვებმა აჩვენა, რომ გულის დაავადებების 20-25%-ით შემცირების მიზნით, საჭიროა ორი ულუფა ამ ხილის მიღება დღეში”
ანთიოცინები, რომელიც უკვე ვახსენეთ, ჰიპერტენზიის რისკს 12%-ით ამცირებს იმ ადამიანებში, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში პერიოდულად იღებდნენ კენკრასა და ხილს.