https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ხელისგულზე “მაზოლები” და ათი თეთრი მოგება გრჩება, ამისთვის გათოხნი?!”

11:10; 16.10.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

შემოდგომის შუაგულია და გურია გაზაფხულზე დათესილის შედეგს იმკის. თუმცა, განსაკუთრებული ძალისხმევა აღარაა საჭირო საყანე ფართობებისკენ მისამართად, რადგან წელს, როგორც გურიაში ამბობენ, კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ, გურიაში ყველაზე ნაკლები ფართობი დაითესა და შესაბამისად, მოსავალიც მცირეა. მით უფრო, ვინც დროულად და განსაზღვრულ პერიოდში ვერ მოახერხა ფართობების შეწამვლა ფაროსანასგან დასაცავად, ფაქტობრივად, მისი სიმინდი უვარგისია და პირუტყვისთვისაც ნაკლებად გამოსადეგი.

მაინც როგორ გამოიყურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დათესილი და დაუთესავი სახნავი ფართობების რაოდენობა?

აქ სულ 4 400 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობია, სადაც უკანასკნელი წლების მანძილზე სიმინდი მოყავდათ და ახლაც იწევენ. თუმცა, წლევანდელ გაზაფხულზე, აღნიშნული ფართობიდან, მხოლოდ 1 145 ჰექტარი დაიხნა და დაითესა. შესაბამისად, მოსავალიც მცირეა.

დაბა ნარუჯას ადმინისტრაციულ ერთეულში, გამგებლის წარმომადგენელი ზვიად მიქელაძე აღნიშნავს, რომ ნარუჯას მთლიანად 60 ჰექტარი მიწის ფართობი გააჩნია, სადაც მოსახლეობამ, ძირითადად, თხილი გააშენა. რაც შეეხება სიმინდს, 10 ჰექტრამდე ფართობია დათესილი და მოსავალიც უკვე აღებულია.

_ რა თქმა უნდა, ეს არის ძალზე მცირე მოსავალი იმასთან შედარებით, რასაც ბოლო ათწლეულების მანძილზე იწევდა ხალხი. თუმცა, რეალობა ესაა და რა უნდა ვქნათ? ზოგმა ვერ შეღობა, ზოგმა არ ან ვერ დათესა. კარგი იყო, როცა ხვნა-თესვის პროგრამა მუშაობდა. მერე თქვეს, არ გაამართლაო და შეწყდა. გაამართლა თუ არა, ვერ გეტყვით, ის ვიცი, რომ თითქმის ყველას დათესილი ჰქონდა ყანები და მოსავლითაც კმაყოფილები იყვნენ, _ ამბობს მიქელაძე.

სოფელ გურიანთაში, 45 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობიდან, თხილის გაშენება ნახევარზე მეტ ტერიტორიაზე მოხდა. თუმცა, საყანე ფართობი მხოლოდ ორი ჰექტარი თუ იქნება დათესილი.

სოფელ ბახვის ადმინისტრაციულ ერთეულში, სპეციალისტი მაყვალა ქიქოძე ამბობს, რომ ადრე არსებული 300 ჰექტრამდე ფართობიდან, საყანედ ძალზე ცოტა დარჩა. თუმცა, ვინც დათესა, ნახევარს ისიც გაუფუჭდა.

_ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ზოგმა დაგვიანებით, ზოგმა სულაც ვერ მოახერხა და რაც არის, ისიც გაფუჭებულია. კარგი სიმინდი რამდენიმე ოჯახს თუ აქვს. ვფიქრობ, წელს გასაჭირი იქნება ამ მხრივ, _ გვითხრა მან.

“გურია ნიუსი” ეწვია სოფელ ლიხაურის ფართობებს. კერძოდ, ნიაბაურის ტერიტორიას, ასევე, გზისპირა სახნავ-სავარგულებს, სადაც მისვლაც ადვილია და საცხოვრებელი სახლებიდანაც შორი მანძილით არ არის დაშორებული.

_ ვერ შეღობა ხალხმა. ამიტომ დარჩა დაუთესავი და არა სიზარმაცის გამო. ადრე კი იყო შეღობილი, მაგრამ ეს წარმოადგენდა საერთო ღობეს ანუ ათი ჰექტარი შეიღობა საერთო ძალებით. ხალხმა მხოლოდ საზღვრები იცოდა. მერე ნელ-ნელა, ვინც შეძლო, შემოღობა თავის საკუთრებაში მიზომილი ფართობი. უმეტესობამ, ხედავთ, რომ ეს ვერ შეძლო და კია “გაშობილა”. გლეხს სჭირდება მიზანმიმართული დახმარება, რომ მოგება ნახოს. ერთჯერადი დახმარებები ისე დასრულდება, როგორც ის ხვნა-თესვის პროგრამები დასრულდა, _ გვეუბნება მეურნე ზურაბ ურუშაძე.

სახნავ-სათესი ფართობების უმეტესი ნაწილი დაუხნავ-დაუთესავი დარჩა სოფელ ჭანიეთში _ აქ ასეთი ფართობი 115 ჰექტარი იყო. ნახევარზე მეტზე თხილის პლანტაციები გაშენდა. თუმცა, დღეისთვის, 300-კომლიან სოფელში 40-მდე ოჯახს აქვს სიმინდის მოსავალი, როცა თითოეულ კომლს საკუთარი საყანე ფართობი აქვს.

მოსავლის სიმცირის თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე სურათს, ფაროსანასგან დაზიანებული მოსავლის ხარისხიც ემატება. თუმცა, უმთავრესი კითხვაზე, რატომ არ ან ვერ დათესა მოსახლეობამ კუთვნილი საყანე ფართობები, უმეტესობას ცალსახა პასუხი აქვს _ საშუალება არ იყო. თუმცა, ასე არ ფიქრობს აგრონომი და ფერმერი აკაკი ღლონტი. მისი აზრით, პრობლემის მიზეზს სიღრმისეულად ჩაწვდომა სჭირდება, რაც მხოლოდ გაჭირვების ან კონკრეტული პირების სიზარმაცის ბრალი არაა.

_ დავიწყოთ იქედან, რომ ბაზარი გაჯერებულია გარედან შემოტანილი, დაბალხარისხიანი, იაფი პროდუქციით, რასაც მოსახლეობა ეტანება. მოთხოვნა უნდა იყოს ნატურალურ პროდუქციაზე, რომელსაც ფასიც შესაბამისი ექნება. ვთქვათ, გლეხმა დათესა ყანა ლეკიანში. ვიანგარიშოთ იქ ჩასვლის, დათესვის, გათოხნის, მოსავლის აღების, ამოტანის, მერე გარჩევის და ნალიაზე ატანის ხარჯები, თავის ნადიანად. როგორ ფიქრობთ, რა რჩება გლეხს? ხელისგულებზე დიდი “მაზოლები”, ბანკის ვალები და დიდი-დიდი _ 10 თეთრი მოგება. ამიტომ ადგა და გაიქცა ქალაქში, დაჯდა სავაჭროდ, სადაც ხშირად 30-50 ლარს “აკეთებს” დღიურად. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ფასებია დაბალი. შემოდის, ძირითადად, ფალსიფიცირებული, იაფი პროდუქცია. სადაა ღორის ხორცი ხუთ ლარად უცხოეთში? ჩემი აზრით, ეს არის უვარგისი პროდუქცია.

როცა ფასი დაედება გლეხკაცის მოწეულს, დაბრუნდება ის და იმუშავებს თავის მიწაზე. ხომ გახსოვთ, თხილს როცა ჰქონდა ფასი, გამოიქცა ხალხი სოფელში, მერე ისევ უკუიქცა. ამ საქმეს უნდა მიხედოს სახელმწიფომ. გლეხი მარტო ვერ მოუვლის პრობლემას. ვფიქრობ, ეს კარგად უწყიან, თუმცა, ვიღაცას სწორედ ის იაფი და უხარისხო პროდუქციის შემოტანა ურჩევნია _ თვითონ არ მიირთმევს, თუმცა, მდიდრდება. რა თქმა უნდა, ვიღაც გაზარმაცდა, ვიღაცას გარეთ გამოსვლა ეზარება. ასეთებიც საკმაოდაა და სულ იქნებიან. მაგარი მაშინ იქნები, როცა ასეთებსაც დააინტერესებ და დაასაქმებ, _ ასე გამოხატა საკუთარი ხედვა აკაკი ღლონტმა.

პროფესიით ეკონომისტი, ოზურგეთელი მზია თავართქილაძე ამბობს, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, საყანე ფართობი ბევრმა ვერ დათესა იმიტომ, რომ საშუალება არ ჰქონდა:

_ როცა ვერ შეღობა კაცმა საკუთარი მიწის ფართობი, რანაირად დათესოს?! შეღობვა არ არის ადვილი. ბოძები, მავთული, ლურსმანი _ ეს ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ხომ ფაქტია, წინსვლა არ ეტყობა სოფელს, სადაც თუ ვინმე დარჩა, ისევ ისე ცხოვრობს, როგორც 10-15 წლის წინ. ვინც მოახერხა, წავიდა და ვაჭრობით ირჩენს თავს ქალაქში ან უცხოეთშია.

ადრე ადამიანი კარმიდამოში მოწეულით კმაყოფილდებოდა, ახლა ფული სჭირდება, ამ ყველაფერთან ერთად. ამიტომ, ხელისუფალთ მეტი მოეთხოვებათ, რეგიონი, კონკრეტულად სოფელი რომ ფეხზე დადგეს და ამდენი დაუხნავი და გაველურებული ფართობი კვლავ არ გაჩნდეს.

დაუხნავ ფართობებს ისევ მოეძალა ჭაობიანი ადგილები და თხმელას ტყეები. კომუნისტებს დავცინით და მათ რომ გატყიურებული გარემო ჩაის თუ ციტრუსოვანთა ბაღებად აქციეს, ახლა ისევ უნდა გაჯაგნარდეს? თუ ასე არ არის, ნახეთ. პირუტყვი მაინც ბალახობს ამ ფართობებში, მაგრამ, თუ უფრო გატყიურდა, იმ პირუტყვსაც მგელი შეჭამს, _ გვითხრა ქალბატონმა მზიამ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8 სექტემბერი, 2026

როგორ მოვამზადოთ წათხი

"ფაროსანამ მოსავალი სულ გაგვინადგურა!" _ პრობლემები ხვარბეთში და მოსახლეობის პროტესტი

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო