https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კიდევ ერთი ფოლკლორული ანსამბლი უნდა დაფინანსდეს?” _ რამდენს გაუძლოს ოზურგეთის ბიუჯეტმა

7:09; 10.09.2019
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ “კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის” თანადგომით, 2 სექტემბერს, დაბა ურეკის კულტურის სახლში ვეტერანმა ქორეოგრაფებმა, მომღერლებმა და მუსიკოსებმა კონცერტი გამართეს.

როგორც ღონისძიების წამყვანმა ზაზა ჯინჭარაძემ თქვა, ანსამბლში გაწევრიანებულები არიან ღვაწლმოსილი, პროფესიონალი და გამოჩენილი ადამიანები. თუმცა, ვეტერანების გარდა, ანსამბლში, რომლის სახელი, ჯინჭარაძისავე თქმით, ჯერ უცნობია და ამ ეტაპზე მას პირობითად, “უსახელო ანსამბლი” უწოდა, გამოჩნდნენ 30 წლამდე ასაკის გოგო-ბიჭები.

კონცერტის დაწყებამდე გურიის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ, მელის ნადირიძემ თქვა, რომ პროექტის მიზანია გურიაში ძველი ქართული ხალხური ცეკვების, სიმღერების, მუსიკის აღდგენა, ასევე, რეგიონისთვის დამახასიათებელი ახალი ცეკვების და სიმღერების შექმნა, გურული და სხვადასხვა კუთხის სახელოვნებო ტრადიციების გაცოცხლება.

_ ყველაფერი, ყველა ნომერი, რასაც შეეხებიან, იქნება ფოლკლორზე აგებული და არა მხოლოდ გურულ ფოლკლორზე, _ უთხრა დარბაზში მყოფთ ნადირიძემ.

ზაზა ჯინჭარაძემ, ვიდრე სცენაზე ვეტერან შემსრულებლებს უხმობდა, განაცხადა, რომ კონცერტი არ იქნებოდა დიდი _ სულ რვა ნომერს წარმოადგენდნენ და ეს იქნებოდა საჩვენებელი გამოსვლა:

_ ვეტერანი ქორეოგრაფები, სახელოვანი ადამიანები, რომლებიც გურიაში დაიბადნენ და რეგიონის სახელი შორს გაიტანეს, დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რომ მოღვაწეობენ, შექმნიან ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც გურული ფოლკლორის შედევრებს მოიძიებენ, გააცოცხლებენ და წარუდგენენ ხალხს. ახლა ეს ადამიანები წარმოგიდგენენ კონცერტს, შემდეგ კი თქვენ, გურიის ხელისუფალთ და სახელოვან ქორეოგრაფებს, გთხოვთ, ამობრძანდეთ სცენაზე და თქვენი მოსაზრება გამოთქვათ, _ მიმართა ჯინჭარაძემ დარბაზში მყოფ გუბერნატორს, ოზურგეთის მერს, სხვა ჩინოვნიკებსა და ხელოვანებს. მან, ასევე, ჩამოთვალა დამსახურებულ, ღვაწლმოსილ ვეტერან ქორეოგრაფთა გვარ-სახელები: ომარ ხურციძე, ვაჟა ახვლედიანი, თემურ ჩხაიძე, გიგა ნაჭყებია, ემზარ სანიკიძე, მელის ნადირიძე, ირმა სვანაძე, მარინე სიხარულიძე და სხვები, რომლებიც, ჯერჯერობით, “უსახელო ანსამბლის” წევრებად მოიხსენია.

ვეტერანმა ქორეოგრაფებმა მართლაც ცეცხლი დაანთეს სცენაზე და მათ ასაკის არც არაფერი ეტყობოდათ, რაც ორმაგად სასიხარულოა თითოეული მაყურებლისთვის, ქართველი ხალხისთვის.

ქორეოგრაფმა რევაზ ჭანიშვილმა კონცერტის შემდეგ განაცხადა, რომ ეს არის გამარჯვება. მისივე თქმით, აჭარას ჰყავს მსგავსი ანსამბლი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან კარგი საქმე და ასეთ წამოწყებას მიესალმება:

_ მე დავინახე, რომ თქვენ გაქვთ უდიდესი სიყვარული საკუთარი საქმისადმი, რომელიც შემდეგ მომავალ თაობას უნდა გადაეცეს. მივესალმები ასეთ წამოწყებას და შესაძლებლობის მიხედვით დაგეხმარებით, _ უთხრა ვეტერან ხელოვანებს გუბერნატორმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავის მილოცვას და მისალმებას, მნიშვნელოვანი ფრაზა დაურთო:

_ შევეკითხოთ ფინანსთა სამინისტროს და ისე გადავწყვიტოთ, _ თქვა შარაშენიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ კი, ყველა კარგ წამოწყებაში გვერდით დგომა აღუთქვა ვეტერან ქორეოგრაფებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ, სავარაუდოდ, შეიქმნება ა(ა)იპ ორგანიზაცია და ანსამბლსაც სახელი დაერქმევა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რვა ფოლკლორული ანსამბლი ფუნქციონირებს: “შვიდკაცა”, “შემოქმედი”, “ვახტანგური”, “ელესა”, “იადონი”, “რეხეული”, “ალილუია”და სახელმწიფო ანსამბლი “გურია”.

აღნიშნული ანსამბლების არაერთი წევრი, რომელიც ამ ეტაპზე თავს იკავებს ღია კომენტარისგან, აცხადებს, რომ ამ ანსამბლებში, არანაკლები პროფესიონალი და ცნობილი ხელოვანები მოღვაწეობენ, გააჩნიათ მაღალი საშემსრულებლო კლასი, თუმცა, ხელფასი მიზერულია _ 150 ლარიდან 350 ლარამდე, ხელმძღვანელების გარდა, რომელთაც შედარებით მეტი აქვთ, თუმცა, სახარბიელო არც ეს არის. ისინი ამბობენ, რომ თუ ბიუჯეტში საშუალება გაჩნდა, არის თუ არა უფრო მიზნობრივი ის, რომ ჯერ არსებულ ანსამბლებში მოუმატონ ხელოვანებს ხელფასი? ან რა აუცილებლობამ გამოიწვია კიდევ ერთი ახალი ანსამბლის შექმნა, რომლის წევრთა უმეტესობა დასაქმებულია, აქვთ ხელფასები, ხოლო გურული ფოლკლორის უზარმაზარი საგანძურის საძიებლად და მზის სინათლეზე გამოსატანად ოზურგეთში საგანგებოდ ფოლკლორის სახლი გაიხსნა, რომლის არსებობის და საქმიანობის საფუძველი სწორედ ფოლკლორულ წიაღში ჯერ აღმოუჩენელი მარგალიტების ძიება და არსებულის კიდევ უფრო დახვეწა და შთამომავლობისთვის გადაცემაა?!

იქნება თუ არა კიდევ ერთი ახალი ანსამბლის დაფუძნება და დაფინანსება არაეფექტური? არის თუ არა ამის საჭიროება და საკმარის ფინანსებს როგორ გამოყოფს ბიუჯეტი? არსებობს თუ არა ადმინისტრაციული შენობა? რომელიც არსებობს, სადაც განთავსებულა ააიპ მოსწავლე ახალგაზრდობის და რეკრეაციულ გაერთიანებათა ცენტრი, ტექნიკურად გაუმართავი და მოუწესრიგებელია, ხშირად რომ “ერთი დიდი დომხალის” სახელით მოიხსენიებენ.

გარდა ამისა, კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთა დაფინანსების უფლებას იძლევა. ჯერჯერობით “უსახელო ანსამბლის” წევრები კი არა მხოლოდ ოზურგეთის, არამედ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მცხოვრები ადამიანები არიან.

კითხვაზე, იქნება თუ არა შესაძლებელი ადგილობრივი ბიუჯეტიდან კიდევ ერთი ახალი ანსამბლის დაფინანსება, როცა არსებულ უამრავ ფოლკლორულ ანსამბლის წევრებს მიზერული ხელფასები აქვთ და არის თუ არა ეს სამართლებრივად სწორი ნაბიჯი, ააიპ “მოსწავლე ახალგაზრდობის და რეკრეაციულ დაწესებულებათა გაერთიანების” უფროსი თამარ ნადირიძე მოკლედ გვპასუხობს:

_ მე არაფერი არ ვიცი ამის შესახებ. ეს თვითონ ქორეოგრაფებმა შექმნეს, _ გვითხრა მან და გვთხოვა, ეს გვეკითხა გურიის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარისთვის, მელის ნადირიძისთვის, რომელიც მისი ძმაა.

მელის ნადირიძემ “გურია ნიუსთან” ასეთი განმარტება გააკეთა:

_ ჩვენ ეს ყველაფერი იდეის დონეზე წარმოვადგინეთ. ჯერ ენთუზიამზე ვმუშაობთ, ჩვენი ჯიბის ფულით. ვაჩვენეთ ხელისუფლებას, ხალხს. ჯერ ერთი, მე არ ვედრები სხვა ფოლკლორულ ანსამბლებს. დამისახელებთ, რომელ მათგანშია ცეკვა? ვეტერან ქორეოგრაფებს დახმარება და დაფასება სჭირდებათ. მოცეკვავეს ერთხელ ფეხი რომ გადაუბრუნდეს, დამთავრებულია…

_ ბატონო მელის, ასე ფეხბურთელსაც რომ გადაუბრუნდეს ფეხი, დამთავრებულია…

_ ფეხბურთელს უზარმაზარი დაფინანსება აქვს. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ქორეოგრაფები არ არიან დაფასებულები. რა გააჩნიათ მათ ამდენი წლის სანავლოდ?

_ ხალხის სიყვარული, ბატონო მელის…

_ ჰოდა, მარტო სიყვარული თუ არის საკმარისი, შეინახონ ოჯახები ხალხის დიდი სიყვარულით. ვინმეს თუ პრეტენზია აქვს, ამ პრეტენზიას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მისამართი. ვიმეორებ, ჩვენ იდეის დონეზე წარმოვადგინეთ საკითხი და ჯერ არავინ იცის, დადებითად გადაწყდება თუ არა…

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე გამოსულმა ოზურგეთის მერმა ფინანსთა სამინისტროს მოშველიება და დახმარება სწორედ იმიტომ დააანონსა, რომ ბიუჯეტს გაუჭირდება ამდენი ფოლკლორული ანსამბლის დაფინანსება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მთლიანად არ აიღო. აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ მერზე უსიტყვო ზეწოლაც ხდება და საარჩევნო პერიოდში დახმარებისა და თანადგომის სანაცვლოდ მისგან გამუდმებით ითხოვენ ახალი საშტატო ერთეულების შექმნას. გაუძლებს კი ოზურგეთის ბიუჯეტი ამდენს?

“გურია ნიუსი” აღნიშნულ თემაზე მუშაობს და ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მივაწვდით ჩვენს მკითხველებს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს

14:50; 6 სექტემბერი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

17:05; 4 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის – ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები

18:59; 3 სექტემბერი, 2026
მთავარი

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

16:59; 3 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას

17:14; 2 სექტემბერი, 2026

"ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ სასურველ შედეგს!" _ გორაბერეჟოულში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა იწყება

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ყველა სიახლე

საზოგადოება

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო