კინოინდუსტრიაში კომერციულად ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფილმი ცნობილია. ეს არის სტუდია Disney-ის მიერ 2012 წელს გადაღებული „ჯონ კარტერი“.
The Hollywood Reporter-ის ცნობით, ფილმის შემოსავლები კინოინდუსტრიაში ისტორიულად დაბალი იყო. მანამდე ამ რეიტინგში ლიდერი „ყაჩაღთა კუნძული“ (1995 წელი) იყო. ფილმის გადაღება 98 მილიონი დოლარი დაჯდა, პროექტმა კი მხოლოდ 15,7 მილიონის შეგროვება მოახერხა.
„ჯონ კარტერის“ გადაღება Disney-ის სტუდიას 263,7 მილიონი დოლარი დაუჯდა. რასაც დაემატა 100 მილიონი დოლარი მარკეტინგის ხარჯები. პროექტმა სულ 284 მილიონი დოლარი შეაგროვა. დანაკარგმა 136,6 მილიონი დოლარი შეადგინა.





































































