მთავრობის ადმინისტრაციის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიისთვის 2012 წლიდან იბრძვიან.
“დემოკრატია მუდმივად საფრთხის ქვეშაა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად.
2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, მაგრამ ყოფილი ხელისუფლება, სააკაშვილის მთავრობა, დემოკრატიული ხელისუფლების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იყო აღწერილი.
მე აღვნიშნე ბევრი დანაშაული, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ არ იყო დემოკრატია.
მაგრამ კვლავ, საერთაშორისო მედია, ბევრი საერთაშორისო პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, სააკაშვილის მთავრობას აღწერს, როგორც დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს.
ჩვენ ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის 2012 წლიდან ვიბრძვით. მე ვისაუბრე საზღვარგარეთიდან ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლების შეცვლის მცდელობებზე.
რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა ნიშნავს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. სახელმწიფო სუვერენიტეტს მუდმივი საფრთხე ემუქრება, მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენ წარმატებით ვიცავთ დემოკრატიას გამოწვევებისგან,”– განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით პრემიერმა კობახიძემ.